ახალი ამბები
ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წირვა შაბათს განახლდება
ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სარემონტო სამუშაოები დასრულდა და  ღვთისმსახურება შაბათს, 2 მარტს განახლდება.  ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ტაძრის წინამძღოლმა მამა მალხაზ ჭანტურიამ უთხრა. მისი ინფორმაციით, შაბათს ტაძარი იკურთხება, რის შემდეგაც წირვები აღდგება.

„გამოიცვალა იატაკი, გაკეთდა თბოიზოლაცია და რესტავრირდა ნაწილი. ამიტომაც შაბათს ვაკურთხევთ ტაძარს და ჩვეულებრივ, განახლდება ღვთისმსახურება“, - აღნიშნა მამა მალხაზ ჭანტურიამ.

ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სარემონტო სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ამ დროის განმავლობაში წირვა-ლოცვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში მიმდინარეობდა. სამუშაოებისთვის ზუგდიდის მერიამ 40 ათასი ლარი გამოყო.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საშობაო წირვა არ ჩატარდება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.