თენგო ჯგუშიამ გუბერნიის თანამშრომლებს ნარცისები დაურიგა (ვიდეო)
16:11 / 20.03.2019
თენგო ჯგუშია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობაში ყვავილებით შევიდა და სამხარეო ადმინისტრაციაში მომუშავე პერსონალს დაურიგა. მისი თქმით, დღეს არის "ბედნიერების დღე" და ადგილობრივმა ხელისუფლებამ
სწორედ ბედნიერების ინდექსზე უნდა იფიქროს.
მან ასევე საკრებულოს ფოიეში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ეს არის საზოგადოების შენობა და მას აქვს სურვილი აქედან მიმართოს მოსახლეობას. მას შესვლის ნება დაცვამ არ დართო და უთხრა, რომ მის გუბერნიაში შესვლას ხელმძღვანელებთან შეათანხმებდა, თუმცა ჯგუშია მათი ნებართვის გარეშე შევიდა.
"ნარცისი არის თავისუფლების და ბედნიერების სიმბოლო და არა გაყალბების - "ოცნებამ" უკვე დაიწყო გაყალბება. ეს შენობა რატომაა "ქართული ოცნების" ან რომელიმე პარტიის, მაქვს სურვილი, რომ აქედან მივმართო მოსახლეობას", - აღნიშნა მან.
სამეგრელოს ხმის ლიდერის თქმით, მერის არჩევნების, რომლის თარიღიც ჯერ არ არის დასახელებული, გაყალბება დაიწყო. მისი ინფორმაციით, მას ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ შეტყობინება გამოუგზავნა, სადაც მისივე მტკიცებით "ქართული ოცნება" მთავარ ოფისში ყველა მოსამსახურეს 7 კაციანი სია მიტანას სთხოვს. მისივე მტკიცებით, გაყალბებას სათავეში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია უდგას, რომელიც შს მინისტრის გიორგი გახარიას დავალებას ასრულებს.
"ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ გამომიგზავნა შეტყობინება, მისივე უსაფრთხოების გამო არ ვასახელებ ვინაობას. შეტყობინებაში წერია, რომ ქართული ოცნება მათ ავალებს შვიდკაციანი სიის მიტანას, პირადობების მოწმობითა და ტელეფონის ნომრებით. ეს შვიდი კაცი უნდა იყოს მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატის მხარდამჭერი. გაყალბების სცენის ავტორის სამწუხაროდ ბატონი მოწერელიაა", - ამბობს ჯგუშია.
მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ "ქართული ოცნება" ზუგდიდში მერობის კანდიდატს დაასახელებს, ის კენჭს დამოუკიდებლად იყრის.
"მერობა არ იყო ჩემი სურვილი. მე ვემზადებოდი საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა თუ ქართული ოცნება იკადრებს კანდიდატის დასახელებას, იმის შემდეგ, რაც ზუგდიდის მერი კორუფციული გარიგებისთვის დააკავეს. მე ვიყრი კენჭს,რომ მოსახლეობა არ დარჩეს მარტო, ამ შვიდწლიან რეჟიმთან", - აღნიშნა ჯგუშიამ.
ზუგდიდი მერის რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდება.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები