თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მერის არჩევნებისთვის თბილისში უბნების გახსნას ითხოვს (ვიდეო)
12:39 / 01.04.2019
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი და ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია ცესკოს წერილობით მიმართავს, რომ თბილისში 19 მაისს რამდენიმე უბანი გაიხსნას.
ამის შესახებ მან დღეს ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა. მან შესაბამისი თხოვნით მიმართა ასევე კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს. ჯგუშია ამბობს, რომ თბილისში ზუგდიდში ჩაწერილი მოქალაქეები ცხოვრობენ და საარჩევნოდ ქალაქში ჩამოსვლასა და ხმის მიცემას ვერ ახერხებენ, რაც გაყალბებისა და მოსყიდვის შესაძლებლობას იძლევა.
„სტუდენტები, ადამიანები, რომლებიც სამუშაოდ არიან წასულები და ასე შემდეგ, ვერ ახერხებენ ზუგდიდში ჩამოსვლას არჩევნების დროს, რასაც კარგად იყენებს ხელისუფლება. ურეკავენ და ეუბნებიან, ჩვენ ჩამოგიყვანთო, რაც, თავისთავად, მოსყიდვაა. ეს შანსი რომ გამოვრიცხოთ, მე წერილობით მივმართავ ცესკოს, რათა, დედაქალაქში რამდენიმე უბანი გაიხსნას, რომ მათ ჰქონდეთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება“, - თქვა ჯგუშიამ.
მის საპასუხოდ მირანდა მესხმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
„თუ ბატონი თენგო ჯგუშია მოგვმართავს წერილობით, წარვადგენ ცესკოში და შემდეგ, ალბათ ცესკო იმსჯელებს ამაზე, წარდგეს თუ არა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით“, - უთხრა ჟურნალისტებს მესხმა. რაც შეეხება ჯგუშიას კანდიდატად რეგისტრაციას, მას საინიციატივო ჯგუფი წარადგენს, რომელიც, ჯგუშიას თქმით, განაცხადს საოლქოში დღესვე შეიტანს. დამოუკიდებელ კანდიდატს კი რეგისტრაციისთვის 1 207-ზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერის წარმოდგენის ვადა 9 აპრილამდე აქვს, რის შემდეგაც კანდიდატად დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 14 827 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა.
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით 78 წლის მამაკაცი სენაკის მკვიდრია და რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ დისკუსიაზე,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 14 827 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები