გაერთიანებული ოპოზიცია:"ოცნების” შტაბი ჩვენი შეხვედრების ჩაშლას ცდილობს (ვიდეო)
16:14 / 11.04.2019
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ჭითაწყარში, დევნილთა ჩასახლებაში მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" აქტივისტი გიორგი გოგინავა
პროვოკაციის მოწყობას და შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა.
"ზონდერი გიორგი გოგინავა მოგვივარდა და შეეცადა სანდრას ხალხთან შეხვედრის ჩაშლას. ის "ქართული ოცნების" სახეა ზუგდიდში. ასეთი პროვოკაციებით სანდრას ხალხთან შეხვედრის მცდელობა დასრულდება წარუმატებლობით, მათი არავის ეშინია. ვაფრთხილებთ ხელისფლებას - რაც უფრო მეტ კრიმინალს ჩართავენ და პროვოკაციას მოაწყობენ, მით უფრო მწარე პასუხს მიიღებენ და დამარცხდებიან", - უთხრა ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გია ბარამიძემ.
ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანი წითლიძის თქმით კი გოგინავა აქამდეც მონაწილეობდა დარბევებში. მისივე ინფორმაციით, ის გიორგი შენგელიას წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობს. ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ჟურნალისტებსაც აჩვენეს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები