ახალი ამბები
ზუგდიდში, სავარაუდოდ, ცოფიან ძაღლს ეძებენ
ზუგდიდში უკვე რამდენიმე დღეა, მოსახლეობის შეტყობინებების საფუძველზე, სავარაუდოდ, ცოფიან ძაღლს ეძებენ. როგორც რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა, სამარშუტო ტაქსის მძღოლმა უთხრა, შავი ფერის ძაღლმა რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მოხუცს უკბინა.

"რკინიგზის სადგურის მიმდებარედ დარბოდა 2-3 დღის წინ, იქ უკბინა მოხუცს, ძლივს მოვაშორეთ. შავი ძაღლია, დორბლი სდიოდა, სავარაუდოდ, ცოფიანია", - ამბობს მძღოლი.

ინფორმაციას ცოფიანი ძაღლის შესახებ შესულ შეტყობინებასთან დაკავშირებით ადასტურებენ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურში და ამბობენ, რომ ისინი ძაღლს სხვადასხვა ქუჩაზე ეძებენ.

„ჩვენი სამსახური სამი დღეა მოძრაობს და მონიტორინგსაც აწარმოებს. გუშინ, მაგალითად, მესხიას ქუჩიდან მოვიდა შეტყობინება. სხვა ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს. მოსახლეობა ამბობს, რომ ძაღლი ცოფიანია და რამდენიმე ადამიანს უკბინა. რა თქმა უნდა, თუ ვინმეს თავს დაესხა და ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე, უნდა მოვიგერიოთ შესაბამისად. ორშაბათიდან კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს ქალაქში მუშაობას და არ იქნება საშიშროება“, - გვითხრა ქირიამ.

ზუგდიდის საავადმყოფოში გვითხრეს, რომ ძაღლის მიერ დაკბენილი არცერთი ერთი პირი ბოლო დღეების განმავლობაში მათთან არ შეუყვანიათ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ხელძღვანელმა ლაშა გვასალიამ აქტივისტი ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახველი, უხამსი და სექსისტური პოსტი და კომენტარები საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
23 / აპრილი 2024
24-25 აპრილს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.