ზუგდიდში ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილემ ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადა.   
რადიო 
„ათინათს“ შს სამინისტროში უთხრეს, რომ მამაკაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულოგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 
დაკავებული ზუგდიდის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი.  
ამავე თემაზე:
დაკავებული ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გრძელდება (ფოტო)			 
			
მასალის გამოყენების პირობები