ახალი ამბები
ბრალდებულის, რომლის მამამ თვითდაზიანება მიიყენა, სასამართლო პროცესი გადაიდო
22 წლის მირიანე მარკელიას, რომლის მშობლები და თანასოფლელები ზუგდიდში აქციას მართავდნენ, სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდებულის ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა დააყენა, რაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნატრული აკობიამ დააკმაყოფილა. პროცესი 22 აპრილამდე გადაიდო.  მარკელიას უფლებადამცველის თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებას მიაღწევენ.

„ჩვენ მივმართეთ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების შესახებ, თუმცა უარი მივიღეთ, შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა. კიდევ შევეცდებით, რომ დავითანხმოთ, ეს მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა მოცემულობა გვაქვს. არ არის დამამძიმებელი გარემოებები ამ საქმეზე, დაკავებული ბრალს აღიარებს. დაზარალებულთან უთიერთობა მოგვარებული აქვს და მას თავისი პოზიცია დაფიქსირებული აქვს. თუ არ შედგა საპროცესო შეთანხმება, სასამართლო გამოიტანს განაჩენს. ამ შემთხვევაში ჩვენ მოვითხოვთ, რომ მოსამართლემ საშეღავათო პირობების გამოყენებით გამოიტანოს განაჩენი“, - აღნიშნა ყურაშვილმა.

პროკურორის ილია ტორუას თქმით, მარკელიას ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს.

"ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განიხილება სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ მირიანე მარკელიას მიმართ, რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის ე ქვეპუნქტით და სისხლის სამართლის 126- ე მუხლის პირველი ნაწილით რაც გულისხმობს, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება და ძალადობა. მისი ქმედების შემდეგ ორმა პირმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. დღეს ჩვენ დავასრულეთ მტკიცებულებების განხილვა. მხარეებმა ასევე თქვეს დასკვნითი სიტყვები, ბრალდებულისსაბოლოო სიტყვაზე კი მხარემ გადადება მოითხოვა", - განაცხადა ტორუამ.

ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურასთან დაკავებულის მშობლებმა და თანასოფლელებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, მუხლი, რომლითაც დაკავებულის ბრალი ედება არასწორია და ისინი სამართლიან გამოძიებას ითხოვენ. დაკავებული ახალგაზრდის მამამ თვითდაზიანება მიიყენა. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.

ამავე თემაზე:


ზუგდიდის პროკურატურასთან აქციაზე მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა (ვიდეო)



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.