პოლიტიკა
ოპოზიცია: ხელისუფლების დავალებით საჯარო მოხელეები ახლობლებს ზუგდიდში არეგისტრირებენ (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას, არჩევნების გაყალბების მიზნით, საჯარო მოხელეების გამოყენებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორია, რომელიც შს მინისტრის მოადგილის ლევან კაკავას დავალებით მოქმედებს, ატარებს თათბირებს და საჯარო მოხელეებს ავალებს, სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახლობლები და ნათესავები ზუგდიდში დაარეგისტრირონ. ზოდელავას მტკიცებით, აღნიშნულ პროცედურებს ზუგდიდის იუსტიციის სახლში, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ცენტრის თანამშრომელი ელისო ჩემია კურირებს. ზოდელავამ ბრიფინგზე ჟურნალისტებს წარუდგინა ვიდეო, სადაც ზოდელავას თქმით, ბაღების გაერთიანების თანამშრომლები ჩანან, თუმცა მასალაში ჩანს, რომ ისინი უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს, მოქალაქეები იუსტიციის სახლში ზუგდიდში ჩასაწერად მიჰყავთ.

„თორიამ ჩაატარა თათბირი, სადაც დაიბარა ყველა საჯარო მოხელე და ღიად უთხრა, რომ ისინი კონტროლდებიან, მათ შორის უშიშროების მიერ. მათ დაევალათ, მოახდინონ თავიანთი ნათესავების მობილიზება, რომლებიც არ არიან ჩაწერილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მათ უნდა დაარეგისტრირონ ახლობლები ზუგდიდში საარჩევნო მიზნებისთვის, რათა არაზუგდიდელებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ხელი შეუშალონ ადგილობრივებს აირჩიონ მათთვის სასურველი მერი. ჩვენ ეს დავაფიქსირეთ იუსტიციის სახლში. ადგილზე მათი კოორდინატორი არის საჯარო მოხელე ელისო ჩემია. როგორც ჩანს, მას კონკრეტულად დაევალა, რომ ეს პროცესი მართოს იუსტიციის სახლში. მინდა მალხაზ თორიამ იცოდეს, რომ ყველა ფაქტების შესახებ წვდომა გვაქვს. დეტალურ ინფორმაციას ის საჯარო მოხელეები გვაწვდიან, ვისაც მობეზრდა ამ პირობებში ცხოვრება. მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომ გაკონტროლდეს ზუგდიდში დაწყებული ეს ვაკხანალია“, - აღნიშნა ზოდელავამ.

მურთაზ ზოდელავა მოუწოდებს გუბერნატორ მოწერელიას, რომ მან გააკონტროლოს მოადგილეების საქმიანობა, რადგან, მისივე თქმით,ისინი დავალებებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან იღებენ. ასევე, ზოდელავამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს, გაარკვიოს, რა ხდება ზუგდიდის იუსტიციის სახლში და მიაქციოს ამ პროცესებს ყურადღება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.