ახალი ამბები
ზუგდიდში აქცია „ცირკი ცხოველების გარეშე“ გაიმართება
ზუგდიდი 4 მაისს დაგეგმილ აქციას სახელწოდებით "ცირკი ცხოველების გარეშე'' უერთდება. ორგანიზატორების თქმით,  მიუღებელია ცირკში ცხოველების მონაწილეობა და მათზე ძალადობა. მათივე განმარტებით, არსებობს მრავალი დოკუმენტური მასალა სადაც ისინი მათთვის შეუსაბამო და მძიმე პირობებში იმყოფებიან.  

„მოგეხსენებათ 4 მაისს თბილისს ეწვევა მოსკოვის იური ნიკულინის ცირკი. მათ საცირკო წარმოდგენებში აქტიურად ხდება ცხოველების (მაიმუნები, ლომები, ვეფხვები, ძაღლები) გამოყენება. მრავალი დოკუმენტური მასალა არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ცირკებში ცხოველები მათთვის შეუსაბამო და აუტანელ გარემო-პირობებში იმყოფებიან. მოგზაურ ცირკებში გამოყენებული გარეული ცხოველებისთვის კი განსაკუთრებით მწვავედ გადასატანია მომთაბარე ცხოვრება. ამასთან, ე.წ ,,ცირკის ცხოველებს“ უწევთ იმგვარი მოქმედებების შესრულება, რაც მათ ბუნებრივ მდგომარეობას არ შეესაბამება. ცირკებში ცხოველების გასაწვრთნელად და მათ მიერ კონკრეტული ქცევის/ილეთის დასასწავლად გამოიყენება ისეთი ძალადობრივი მეთოდები, როგორებიცაა: დიდი ხნის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე დატოვება, იძულება, ტკივილის მიყენება (მათ შორის ჯოხების, ბასრი, მჩხვლეტავი საგნების, ელექტროშოკერების გამოყენებით), ფსიქოლოგიური ზეწოლა, წამება, დიდი ხნის განმავლობაში დაბმა, სხვა ცხოველებისგან იზოლაცია, პატარა ზომის გალიებში გამოკეტვა და ა.შ. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ისინი განთავსებულნი არიან ანტისანიტარიულ პირობებში, ხოლო, მათი სამედიცინო საჭიროებები ხშირად უგულებელყოფილია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ცირკებში ცხოველების გამოყენების ტენდენცია თანდათან კლებულობს. მეტიც, უფრო და უფრო მეტად პოპულარი ხდება საცირკო დასები ცხოველების გარეშე, რომლებიც საინტერესო და ამაღელვებელ შოუებს სთავაზობენ მაყურებელს. მათ შორისაა: Cirque du Solei, Circus Vargas, Circus Oz, Cirque Productions“, - ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის პარალელურად აქცია ზუგდიდში 4 მაისს ცენტრალურ ბულვარში 17:00 საათზე გაიმართება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.