ახალი ამბები
დარჩელში ია კერზაიას შვილი და "ოცნების" მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, სადაც „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შეხვედრაზე ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილს დაუპირისპირდნენ და მისი გარდაცვლილი დედით პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულეს. როგორც რადიო „ათინათს“ ბაჩანა შენგელიამ უთხრა, ის დარჩელში გარდაცვლილი დედის საქმესთან დაკავშირებით კანდიდატთან კითხვების დასასმელად იყო მისული, თუმცა, მისივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მას პროვოკაცია მოუწყეს.

„დარჩელში მართავდა მერობის კანდიდატი შეხვედრას, რადგან დარჩელი იას სოფელია, მერობის კანდიდატთან მქონდა რამდენიმე კითხვა, როგორც რიგით მოქალაქეს. კითხვები მქონდა, რატომ არ ახსენებს ის ამ სოფელში იას სახელს, უნდა გამოიძიონ თუ არა ეს საქმე და ა.შ. გაგვცეს პასუხები, არა ამომწურავად, თუმცა გაგვცეს. შემდეგ უკვე მათი მხრიდან იყო გარკვეული პროვოკაციები, რომ ამ ტრაგედიას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. რამდენიმე მათი თანმხლები ადამიანისგან იყო უსიამოვნო რეპლიკები. აშკარად ცდილობდნენ ჩვენს გამოწვევას, თუმცა ჩვენ ამაზე არ ვუპასუხეთ. რა შეკითხვების დასმაც გვინდოდა, დასმული გვქონდა და დავტოვეთ იქაურობა, მიუხედავად იმისა, რომ სამი-ოთხი ადამიანი გამიზნულად ცდილობდა სიტუაციის დაძაბვას“, - თქვა შენგელიამ.

ზუგდიდის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ შენგელიას კითხვის დასმის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მოსახლეობის გაღიზიანება მუდმივი კითხვა-პასუხის რეჟიმმა გამოიწვია.

„მოქალაქეების მხრიდან იყო რეპლიკები, რომ ამ საკითხის განხილვა არ უნდა ყოფილიყო ასეთ შეხვედრებზე და მათაც სურდათ კითხვების დასმა იმ საკითხებზე, რაც ეხება ინფრასტრუქტურას და განუხორციელებულ პროექტებს. შენგელიას საშუალება ჰქონდა კითხვები დაესვა და მან მიიღო შესაბამისი პასუხები, თუმცა ისევ მოსახლეობა გაღიზიანდა, რადგან ეს კითხვა- პასუხის რეჟიმი გაგრძელდა“, - ამბობენ შტაბში.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ამავე თემაზე:

ია კერზაიას შვილი: საქმეზე გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს უხვი ნალექის შედეგად გარკვეული სახის ზიანი მიადგა.
სენაკში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში მცხოვრებლებისთვის წლებია მიუსაფარი ძაღლების თემა გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. აქ ჩასახლებული დევნილები ამბობენ,
"ათინათი", ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs" ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს სამეგრელოს რეგიონში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისთვის.
კორონავირუსი
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 175 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაინფიცირდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 559 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 189 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 385 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 136 ახალი შემთხვევა.
საზოგადოება
რა თქმა უნდა ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ.
დღეიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება. მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან  ექვსი წელი გავიდა. სტიქია მდინარე ვერეს ადიდებამ და ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.
დღის სიახლეები
27 / ივლისი 2021
ზუგდიდის სასამართლომ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის ძებნილის ძმას, ბიძინა ესებუას, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებისთვის არის დაკავებული,
27 / ივლისი 2021
ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა მესტიის სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი.
27 / ივლისი 2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს უხვი ნალექის შედეგად გარკვეული სახის ზიანი მიადგა.
გემრიელი ისტორიები
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.