ახალი ამბები
„შენს ცოლს უნდა ზუგდიდის მერობა?“ - წარწერები ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდში, ავტობუსის გაჩერებებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ფოტოები გამოჩნდა. ფოტოების ნაწილზე რულოვსის წიგნიდან ციტატაა ამობეჭდილი, რომელშიც ის ზვიად გამსახურდიას შესახებ საუბრობს და მას ბანდფორმირების ხელმძღვანელად მოიხსენიებს. სააკაშვილის ფოტოს მინაწერში კი აღნიშნულია, რომ 1992 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში სააკაშვილი გამსახურდიას „უღირს პრეზიდენტსა“ და „კავკასიელ ჰუსეინს“ უწოდებს.

უცნობია, ვინ განათავსა აღნიშნული წარწერები გაჩერებებზე. სავარაუდოდ, ის წინასაარჩევნოდ რულოვსის კანდიდატურის წინააღდმდეგაა მიმართული.

სანდრა რულოვსმა უფრო ადრე განმარტა, რომ წიგნი, რომელშიც ის ზვიად გამსახურდიასაც ახსენებს, ავტობიოგრაფიულია და არ წარმოადგენს საქართველოს უახლესი ისტორიის სამეცნიერო ნაშრომს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ კიდევ ერთ წიგნს ამჯერად, განსხვავებულად დაწერს, რადგან გამსახურდიას შესახებ ასე არ ფიქრობს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.