ახალი ამბები
გიორგი შენგელია: "მიმდინარე წელს ზუგდიდში 360 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ბინით იქნება უზრუნველყოფილი" ®
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "პირისპირ" დევნილების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ზუგდიდში 360 დევნილი  ოჯახი საცხოვრებელი ბინით იქნება უზრუნველყოფილი.

როგორც შენგელია განმარტავს, 2019 წლის ბოლომდე 12 კომპაქტური ჩასახლება დაიხურება, 2020 წლის ბოლომდე კი ზუგდიდში არც ერთი ავარიული კომპაქტური დასახლება არ იარსებებს.

"ჩვენი ხელისუფლების პირობებში ზუგდიდში დავიწყეთ კორპუსების მშენებლობა, სადაც, მოხდა დევნილების განსახლება. 1 700-მდე დევნილი განსახლდა, როგორც ამ კორპუსებში, ასევე, მათთვის კერძო სახლების შეძენა მოხდა. წელს 360 ბინიანი კორპუსი შენდება დევნილებისთვის, მომავალ წელს კი 720 ბინიანი საცხოვრებელი ბინა აშენდება. ყველაზე პრობლემური საკითხი კომპაქტური ჩასახლებებია, სადაც, აფხაზეთის კონფლიქტიდან 26 წლის გასვლის შემდეგაც კი, ადამიანები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. 2019 წლის ბოლომდე 12 კომპაქტური ჩასახლება დაიხურება, ხოლო 2020 წლის ბოლომდე ზუგდიდში კომპაქტური დასახლება არ იარსებებს, რაც, ჩვენი მუნიციპალიტეტისა და დევნილთა სამინისტროს კოორდინირებული მუშაობის შედეგი იქნება. ეს არის ის ძირითადი პრიორიტეტები, რაზეც მე ვაპირებ ყურადღების გამახვილებას", - განმარტა გიორგი შენგელიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.