ახალი ამბები
გიორგი შენგელია: ჩვენს მუნიციპალიტეტში შემოსავალი 30%-ით გაიზრდება ®
"ჩვენს მუნიციპალიტეტში 30%-ით მეტი შემოსავალი იქნება", - ეს განცხადება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ სოფლის მეურნეობის პროგრამებთან დაკავშირებით თხილის მიმართულებით, ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "პირისპირ" გააკეთა.

შენგელიას ინფორმაციით, ფაროსანას საწინააღმდეგოდ ღონისძიებები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროცესში თხილის მწარმოებელთა ასოციაციაცაა ჩართული.

"50 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება ფაროსანას საწინააღმდეგოდ შესაწამლი ღონისძიებების გატარებაში, რაც დამატებით კომპონენტს შეიცავს და წელს გაცილებით ეფექტური იქნება. თუ შარშან ამ წამლობით ჩვენ გადავარჩინეთ ციტრუსის და სიმინდის მოსავალი, წელს ეს პროცესები გაცილებით დადებით ფაქტორებს იქონიებს თხილის მოსავალზეც. ასევე, თხილის  მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ვაწარმოებთ პლანტაციების შეწამვლას, რაც 30%-ით უფრო მეტ მოსავალს მოიყვანს ჩვენს მუნიციპალიტეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში 30%-ით მეტი შემოსავალი და მეტი დასაქმებული ადამიანი იქნება", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა 3 ძირითადი პრიორიტეტი გამოყო, რასაც მისი მერობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.  ეს არის თხილის სექტორში არსებული პრობლემა, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხი და  ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.