ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა მოქალაქეების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც ყინულის სახლის ტერიტორიის აუქციონზე გატანის საკითხზე მსჯელობენ ხმაურია. მას სამოქალაქო აქტივისტები ესწრებიან, რომლებიც  აღნიშნული ტერიტორიის შესაძლო გაყიდავას აპროტესტებენ. აქტივისტები როსტომ ზარანდია და მარიკა თოდუა საკრებულოს წევრს ირაკლი ლაგვილავას დაუპირისპირდნენ. დეპუტატმა და მოქალაქეებმა ერთმანეთს დემაგოგები უწოდეს. მოქალაქეების თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებასთან დიალოგის გარეშე არ შეიძლება. როსტომ ზარანდიამ შეხვედრაზე თქვა, რომ მხოლოდ ერთადერთი განხილვა გაიმართა, სადაც კოლექტიური “მურმან ნაჭყებიები” იმყოფებოდნენ და მისი სიტყვებით, აღნიშნული ტერიტორიის გასხვისებას მლიქვნელურად ტაშს უკრავდნენ. ლაგვილავამ მას უპასუხა და თქვა, ამით აქტივისტმა რომ ზუგდიდელებს და იქ შეკრებილებს ამით შეურაცხყოფა მიაყენა. კამათში მარიკა თოდუა ჩაერთო, რომელმაც დასძინა, რომ ხელისუფლებას საკუთარ მოქალაქეებთან დიალოგი და მათი აზრის გათვალისწინება არ სურს.

“უნდა იყოს დასკვნა, რომ მშენებლობამ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებს ზიანი არ მიაყენოს. როგორც მინიმუმ, უნდა იყოს ეს დასკვნა მაინც” ,- თქვა თოდუამ.

აღნიშნულზე კი საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ  კომპანიას მშენებლობის ნებართვის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევს.

ამ წუთებში საკრებულოში ყინულის სახლის ტერიტორიის გაყიდვაზე მსჯელობენ. დამსწრეების ნაწილმა შექმნილ სიტუაციას აბსურდული უწოდა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ამავე თემაზე:

მერიას ყინულის სახლის გადატანა ყოფილ "კომკავშირის პარკში" სურს







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.