ახალი ამბები
ზუგდიდის მერი: ველოდები ოპოზიციისგან ჯანსაღ ოპონირებას და არა მასკარადებს
ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ, რომლის უფლებამოსილებაც დღეს საკრებულომ სცნო, გუნდს ნდობისთვის, ხოლო ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ის ყველას მერია და დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს. მან მადლობა იმ მოქალაქეებსაც გადაუხადა, რომლებმაც ხმა არ მისცეს.

„მადლობა ნდობისთვის, მადლობა მოლოცვისთვის. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ 30 000-ზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც სრული მხარდაჭერა აღმითქვა და იმ 24 000 ამომრჩეველსაც, რომელმაც მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. აქ, სხდომაზე ისიც ითქვა, რომ ყველაფერი წინასაარჩევნოდ კეთდება. მინდა იმ ახალგაზრდებს ვუთხრა ვინც ეს თქვა, გავიდნენ ქუჩაში და ნახონ, რომ სამუშაოები გრძელდება... ოპონენტებისგან ჯანსაღ ოპონირებას ველოდები, ოპონირებას ზუგდიდის სიყვარულისა და კეთილდღეობიდან გამომდინარე და არა მასკარადების მოწყობას პოლიტიკური ქულების დასაწერად. მე ვარ ყველას მერი და მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“, - თქვა გიორგი შენგელიამ.

რაც შეეხება საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად ტრანსპარანტებით მისულ ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს, შენგელიამ თქვა, რომ ეს იყო ცრუ ბრალდებები და ამაზე კომენტარს არ გააკეთებს.

ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც არჩეული მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილება სცნეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ტრანსპარანტებით მოვიდნენ: "გია დანელია შენ ხარ ზუგდიდის სირცხვილი", "ძალად არჩეული მერი", "გეგა შენგელია შენს ვალს ზუგდიდი არ გადაუხდის" და სხვ. ამასთან, მათ პროტესტის ნიშნად პირი აკრული და თავზე ტომარა ჰქონდათ წამოცმული. 

ამავე თემაზე:

ხმაურია ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც მერის უფლება მოსილება სულ ცოტა ხნის წინ სცნეს

ზუგდიდის მერის უფლებამოსილების ცნობა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
16 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.