დეპუტატების ნაწილმა თინა ბოკუჩავაზე შეურაცხმყოფელი პოსტის ხსენებისას იცინა (ვიდეო)
13:53 / 10.06.2019
საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დღეს ზუგდიდის მერის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს, კამათი და დაპირისპირება რამდენჯერმე იყო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ ენმ-ის ახალგაზრდული
ორგანიზაციის წევრებს, რომელთაც პირზე წებოვანი ლენტი ჰქონდათ აკრული და თავზე ტომარა წამოცმული, მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი ამ პერფორმანსით ჩატარებულ არჩევნებს კი არ აპროტესტებდნენ, არამედ, ენმ-ს მმართველობის პერიოდს განასახიერებდენ. სწორედ, მაშინ უთხრა ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ფაცაციას, რომ მას პასუხს არ გასცემს, რადგან მისი შეგნება იმ პოსტში ჩანს, რომელიც მან თინა ბოკუჩავაზე დაწერა. წითლიძის ამ რეპლიკამ კი „ქართული ოცნების“ წევრების, მათ შორის, ქალი დეპუტატის, მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის თამუნა ჯიქიას სიცილი გამოიწვია.
„სირცხვილია, რომ ქალი უზის გვერდით ფაცაციას და იცინის ამ პოსტზე“, - თქვა წითლიძემ. რაზეც ჯიქიამ უპასუხა, რომ მისთვისაც შეურაცხმყოფელი იყო წითლიძის პოსტი, რომელიც მისი მისამართით ამ უკანასკნელმა გამოაქვეყნა.
„მე არავის სექსუალურ ცხოვრებას არ შევხებივარ“, - აღნიშნა წითლიძემ.
„რა მნიშვნელობა აქვს, მე არ მაინტერესებს, ვის რა სექსუალური ცხოვრება აქვს, თინა ბოკუჩავა თინა ბოკუჩავაა და მე, მე ვარ“, - უპასუხა ჯიქიამ.
პოსტის ხსენებისას ღიმილი თავად თაზო ფაცაციამაც ვერ შეიკავა.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას შესახებ შეურაცხმყოფელი და სექსისტური პოსტი ზუგდიდის მერის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დაწერა. მან პოსტი მოგვიანებით წაშალა და შემდეგ ბოდიშიც მოიხადა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები