ბუდე - ზუგდიდში ახალი ჰოსტელი გაიხსნა (ფოტო, ვიდეო) ®️
14:12 / 16.06.2019
ზუგდიდში, რუსთაველის 87 ა-ში, ეროვნული არქივის წინ ჰოსტელი „ბუდე“ გაიხსნა. მასპინძლების თქმით, ჰოსტელში მოსულ სტუმარს მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო დახვდება. „ბუდეში“
ერთდროულად 21 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე აქ ორი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ოთახია, 21 ლოგინითა და სველი წერტილებით.
„მოთხოვნებიდან გამომდინარე, გავითვალისწინეთ ბაზარზე ტურიზმის მატება და გავხსენით ჰოსტელი, რომელიც ერთდროულად 21 სტუმარს მოემსახურება. ეს იქნება კომფორტული და ყველა თაობისთვის მორგებული გარემო. ვაპირებთ ეზოში მოვაწყოთ სივრცე, სადაც მხატვარ-კერამიკოსი რობერტ აბსანძე მასტერკლასებს ჩაატარებს და აქ მოსულ სტუმრებს სხვადასხვა კერამიკული ნივთის ყიდვა და საკუთარი ხელით დამზადებაც შეეძლებათ. ასევე, გვსურს მოვაწყოთ უფასო კინოჩვენებები. ჩვენი ჰოსტელი გათვლილია როგორც ტურისტებზე, ასევე, ადგილობრივებზე. სტუმრებს ისე მივიღებთ, რომ თავი საკუთარ ბუდეში, საკუთარ სახლში იგრძნონ“, - ამბობს ჰოსტელის მფლობელი გვანცა აბსანძე. „ბუდეში“ დამსვენებლებს კედელზე განთავსებული საქართველოს რუკა კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ასევე, აქ მათ ქართველი ავტორების წიგნებიც შეეძლებათ წაიკითხონ. რაც შეეხება საძინებლებს, ორსართულიან ლოგინებს საკუთარი სანათები და ანტიალერგიული თეთრეული აქვს. სასტუმროს გახსნაზე ადგილობრივმა მუსიკოსებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა ჰოსტელის დათვალიერების შემდეგ თქვეს, რომ „ბუდე“ სიახლეებისა და ახალგაზრდული იდეების შერწყმაა.
„მოლოდინს გადააჭარაბა. ისეთი ადამიანები არიან გაერთიანებულები, რომლებიც სიახლეებს ეძებენ, ძალიან ბევრი შესაძლებლობაა აქ და პირველი სტუმრებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ. ყველაზე მეტად მომეწონა, რომ ყველაფერი სტუმარზეა მორგებული“, - თქვა „Green House“-ის მფლობელმა თიკა დიდიშვილმა. „ეთნო სოფლის“ მფლობელი მარიკა თოდუა კი მიიჩნევს, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე ჰოსტელი ზუგდიდის იმიჯზე კარგ შთაბეჭდილებებს დატოვებს.
„ტურისტულად აქტიური ქალაქია ზუგდიდი, მოთხოვნაა კრეატიულ და ახალგაზრდული ტიპის ჰოსტელებზე და მიხარია, რადგან ნამდვილად განსხვავებული გარემოა“, - აღნიშნა მან.
ჰოსტელი და კაფე „არტ ჰაუსი“ ერთ სივრცეშია, რაც მოსულ სტუმრებს სარესტორნო მომსახურების სწრაფად და ფასდაკლებით მიღებას სთავაზობს. სტუმარი "ბუდეში" ერთი ღამის გათევას 20 ლარად შეძლებს.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები