პოლიტიკა
ზუგდიდის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა
ზუგდიდის საკრებულოს წევრს, ფრაქცია "კონსერვატორების" თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე კაკავას უფლებამოსილება შეუწყდა. ცნობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ამის საფუძველი კი კაკავას მერის მოადგილედ დანიშვნა გახდა.

"მას აქვს საკმაოდ ინოვაციური ხედვები, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, გამოიყენებს. ერთის მხრივ, გვწყინს, რომ მსგავსი იდეების მქონე წევრი გადის საკრებულოდან, თუმცა, მეორეს მხრივ, გვეიმედება და გვიხარია, რომ ის ამ ხედვებსა და ჩვენს ხმას გადაიტანს უკვე ახალი პოზიციიდან", - აღნიშნა საკრებულოს თავჯდომარემ.

თავად ახლად დანიშნულმა მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ მისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობა პატივი იყო.

"მინდა ფრაქციებს, კომისიებს მადლობა გადავუხადო ნაყოფიერი საქმიანობისთვის. მერიას აქვს გააზრებული კარგად საკრებულოს ფუნქციები და მზად ვართ, კონსტრუქციული და კოორდინირებული ურთიერთობა გვქონდეს. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ გამოწვევების დაძლევას. ჩვენი უმთავრესი მიზანია, ვიყოთ ხალხთან ახლოს. მე გტოვებთ, მაგრამ ვეცდები, ყველა სხდომას დავესწრო და გაგაცნოთ მერიის პოზიციები და მეტი დეტალი ამა თუ იმ საკითხის შესახებ.ჩვენი დევიზია "ზუგდიდის განახლებისთვის",- თქვა კაკავამ .

მას მერის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა დეპუტატებმა მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და აღნიშნეს, რომ მის წარმატებულ საქმიანობაში დარწმუნებულები არიან.

კონსტანტინე კაკავას ადგილს წარმომადგენლობით ორგანოში, სავარაუდოდ, ჯონი ზარანდია დაიკავებს.

საკრებულოს უკვე ყოფილი წევრი მერმა გიორგი შენგელიამ მეორე მოადგილედ 28 ივნისს წარადგინა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
25 / დეკემბერი 2025
სამეგრელოში არსებობდა უძველესი რიტუალი ,,გეუკუმელუა" ზამთრის მზებუდობის ღამე, როცა წლის ყველაზე გრძელი სიბნელე სინათლეს უთმობს ადგილს.
20 / დეკემბერი 2025
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
18 / დეკემბერი 2025
მეგრელებისთვის ახალი წლის დილას ფრინველსა და ცხოველზე "გაჯობნა" მთელი წლის ბედს განსაზღვრავდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
25 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.