ახალი ამბები
სამეგრელოს სამი მუნიციპალიტეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიხედვით პირველ ათეულშია
მუნიციპალიტეტების 2019 წლის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი, მიუხედავად გარკვეული ზრდის ტენდენციისა, კვლავ დაბალი რჩება და 28%-ს შეადგენს. მერიების საშუალო შედეგია - 25%, ხოლო საკრებულოების - 31%. შესაბამისი კვლევა კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ არის მომზადებული.

შეფასების შედეგების მიხედვით, საუკეთესო მაჩვენებელი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს აქვს. 100%-იან შეფასების შკალაზე მას 61%-იანი შედეგი აქვს, რაც 11%-ით აღემატება 2017 წლის საუკეთესო შედეგის მქონე რუსთავის მუნიციპალიტეტს. ბათუმთან ერთად, გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში არიან რუსთავის (57%), ლაგოდეხის (56%), ზუგდიდის (55%) და თეთრიწყაროს (52%) მუნიციპალიტეტები.

ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მაჩვენებლით პირველ ათეულში მოხვდნენ.

სამეგრელოს მუნიციპალიტეტების სტატისტიკა კვლევის თანახმად, ასე გამოიყურება:


1.ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 55%

2.წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 49%

3.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 47%

4.სენაკის მუნიციპალიტეტი 39%

5.ხობის მუნიციპალიტეტი 26%

6.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 24%

7.მესტიის მუნიციპალიტეტი 24%

8.მარტვილის მუნიციპალიტეტი 21%

9.აბაშის მუნიციპალიტეტი 19%
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.