შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ზუგდიდში ავტომანქანებით მსვლელობა მოაწყეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში იმოძრავებენ და ამით კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ თბილისში 20 ივნისს მომხდარ მოვლენებს.
მსვლელობას „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ახლაგაზრდული ორგანიზაციის წევრები მართავენ. „ვიმოძრავებთ ქალაქში, ვეცდებით რომ გახარიას მივაწვდინოთ ჩვენი ხმა. ასევე პლაკატები გვაქვს მანქანაზე გაკრული. ჩვენი ეს პერფორმანსები იქნება ყოველდღიური, ამით სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში ჩვენს მეგობრებს, რომლებიც საქართველოსთვის ყოველ ღამე შვიდ საათზე აპროტესტებენ 20 ივნისს მომხდარ მოვლენებს და ითხოვენ გახარიას გადადგომას. მივმართავთ ბატონ გახარიას: გახარია გაგვახარე, გაგვახარე, წადი“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა წევრმა სალომე ფარცვანიამ.
შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციამ გუშინაც გამართა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები