სამოქალაქო ბიუჯეტის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს (ვიდეო)
13:59 / 12.07.2019
ზუგდიდის ბულვარში მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამოქალაქო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. საინფორმაციო ბუკლეტები
ქალაქის მცხოვრებლებს მერმა, მისმა მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საჯარო მოხელეებმა და საკრებულოს წევრებმა დაურიგეს. სამოქალაქო ბიუჯეტისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მილიონი გამოიყო. „2020 წლიდან ზუგდიდში მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი შეხედულებისამებრ, თავიანთი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დაგეგმონ საკუთარი უბნის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტი. ზუგდიდში ხუთი ადმინისტრაციული ერთეულია, თითო ადმინისტრაციულ ერთეულს ექნება 200 000 ლარის დაგეგმვის შესაძლებლობა და პრიორიტეტებსაც თავად განსაზღვრავს“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
მოქალაქეებმა სამოქალაქო ბიუჯეტის იდეა მოიწონეს და იმედი გამოთქვეს, რომ პროგრამა შედეგიანი და ნამდვილად მათზე მორგებული იქნება. მათ ასევე საკუთარ უბანში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
„ძალიან ბევრი მაწანწალა ძაღლი დაძრწის ჩვენს უბანში, ეს არ მომწონს. არის რაღაცები, რაც მომწონს, თუმცა, პირველ რიგში, ჩემს უბანზე ვაკეთებ აქცენტს. მეზობლები არიან ძალიან უკმაყოფილო იმით, რომ სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელი“, - თქვა ხუბულავას ქუჩაზე მცხოვრებმა ლალი ოდიშარიამ. პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები