რეგიონი
ზუგდიდში ქალთა ეკონომიური გაძლიერებისთვის ორდღიანი ფორუმი ტარდება
ზუგდიდის ტექნოპარკში გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობენ. ფორუმის მიზანია რეგიონის ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების გაძლიერება და აქტიური ჩართულობა. ქალ მეწარმეებს საშუალება აქვთ, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო კონსულტაციები თუ რჩევები მიიღონ. 

„ორდღიანი ფორუმი, რომელიც დღეს გაიხნა, გრძელდება 21-22 ივლისის ჩათვლით. ეს არის რიგით მესამე ფორუმი. ვმასპინძლობთ ქალ მეწარმეებს და სხვა ქალებსაც, რათა მათ უფრო მეტი გაიგონ, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს მათ სახელმწიფო თავიანთი სფეროს განსავითარებლად.ჩამოდიან ბიზნეს კონსულტანტები, რომლებიც ქალებს დაეხმარებიან ბიზნესის გამართვაში. ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ტურიზმის განვითარებაზე, გამომდინარე აქედან გვეყოლება სპეციალისტების ტურიზმის სააგენტოდან“, - აღნიშნა ფორუმის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომუნიკაციების სპეციალისტმა, გვანცა ასათიანმა.

ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, საგრანტო პროგრამების, განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

ფორუმის პირველი დღე გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ხელმღვანელი იენი რატილაინენმა, ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ქეთევან ქვარცხავამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს.  იენი რატილაინენის თქმით, საქართველოში ქალები და მამაკაცები ვერ სარგებლობენ თანაბარი პირობებით და ამასთან მათ ხელფასებს შორის დიდი  სხვაობაა.

„ამ ფორუმის ძირითადი მიზეზი არის ქალთა ეკონომიური გაძლიერება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წარმოადგენს ძალიან ლამაზ ქვეყანას და აქვს ტურისტული პოტენციალი. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ქალები და მამაკაცები თანაბარი შესაძლებლობებით არ სარგებლობენ. საქართველოში არსებობს დიდი სახელფასო სხვაობა. ეს ფორუმი ქალებს საშუალებას აძლევს ჰქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და მათ შესაძლებლობას მიეცემათ წახალისდნენ სხვა წარმატებული ქალების მაგალითზე“, - აღნიშნა მან.

ქალების ეკონომიური გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ. მისი თქმით, ისინი მთავრობის მხრიდან ყოველთვის იქნებიან წახალისებული.

პირველი ორი რეგიონული ფორუმი ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.