რეგიონი
ზუგდიდის ბიუჯეტი 1 მლნ ლარით გაიზარდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი კიდევ ერთი მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარემ დავით გახარიამ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი, ზრდის შესაბამისად, სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, გზების, ხიდების, სკვერებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობის დაფინანსებისკენ მიემართება.

გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა მოიწონეს, თუმცა კახათის მაჟორიტარმა მანანა მებონიამ აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუკი გარკვეული თანხა სოფლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვისაც
გამოიყოფა. 

“მიხედეთ სოფლებს. ძალიან კარგია, რომ ქალაქში არის ამდენი პროექტი, თუმცა, ჩვენც სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგალითად, სანიაღვრე არხები ”,-აღნიშნა მებონიამ.

მის პოზიციას იზიარებს აბასთუმანის მაჟორიტარი ედიტა კოდუაც. მან საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა და თქვა, რომ ხელისუფლებისთვის, ქალაქის მსგავსად, სოფელიც პრიორიტეტული უნდა იყოს და თანხები თანაბრად გადანაწილდეს.

დეპუტატების საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, პირველ რიგში, სოფლების ინფრასტრუქტურა იყო გათვალისწინებული და ქალაქში სამუშაოები მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
07 / მაისი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ოლაჭკანდერზე - მეგრულ საზღვაო ტრადიციაში გამორჩეულ საბრძოლო ხომალდზე, რომელმაც ოდესღაც სამეგრელოს ძალა და საზღვაო დიდება განასახიერა.
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.