ახალი ამბები
საიამ გიგა ოთხოზორიას საქმეზე ევროსასამართლოში წერილობითი არგუმენტაცია წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ (EHRAC) თანამშრომლობით, გიგა ოთხოზორიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წერილობითი არგუმენტაცია წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საია ავრცელებს.

ამავე ცნობით, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. მომჩივნები ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე დავობენ. შესაბამისად, მომჩივნები აცხადებენ, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების მატერიალური და პროცედურული ნაწილები.

„2018 წლის 8 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა.

რუსეთის ფედერაცია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში აფხაზეთს სუვერენულ სახელმწიფოდ იხსენიებს, რომელმაც თავი დააღწია საქართველოს აგრესიას და თვითგამორკვევის გზით გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ მისი იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, იგი არ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ან რაიმე სახის ზეგავლენას ,,აფხაზეთის რესპუბლიკაზე“, ამიტომ მოკლებულია შესაძლებლობას, დაიცვას ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები აფხაზეთის ტერიტორიაზე.

რუსეთის წერილობითი არგუმენტაციის საპირისპიროდ, როგორც საჩივარში, ასევე შემდგომ წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში, საიამ და EHRAC-მა მიუთითეს არაერთ მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნების შუამდგომლობა და დაავალა რუსეთის ფედერაციას, წარმოედგინა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მთლიანი საგამოძიებო მასალების ასლები. მიუხედავად აღნიშნულისა, რუსეთის ფედერაციამ ვალდებულება არ შეასრულა. ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში საია დამატებით მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპული სასამართლოსთვის საქმის მასალების არ გადაცემა არღვევს კონვენციის 38-ე მუხლს.

მომჩივნები ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისად, ასევე ითხოვენ ევროპულმა სასამართლომ მიუთითოს რუსეთის ფედერაციას კონკრეტულ ზომებზე, რომლის მიღებაც საჭიროა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავე პირების დასჯისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულებას, მომჩივნები შუამდგომლობენ ევროპულმა სასამართლომ დაავალოს რუსეთის ფედერაციას რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემა, რათა მოხერხდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულება.

გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია პრეცედენტული მნიშვნელობა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
ზუგდიდის მერიაში, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
დღის სიახლეები
07 / სექტემბერი 2024
დღეს, ზუგდიდში, 9 სართულიანი კორპუსის მოპირკეთების პროცესში დაღუპული მუშა თურქეთის მოქალაქეა.
07 / სექტემბერი 2024
მუშა რომელიც ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მშენებლობიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
07 / სექტემბერი 2024
მოსკოვმა და სოხუმმა დაამტკიცეს საქონლის ჩამონათვალი და მოცულობა, რომელსაც რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შიდა მოხმარებისთვის „უბაჟოდ“ შეიტანენ. რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის ოქმს მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს, წერს „ აბხაზია ინფორმი“.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.