აგვისტოს ომის გმირის დედა მერიას:თუ მემორიალში კორექტივებს არ შეიტანთ, ჩემი შვილის სახელს წავშლი (ვიდეო)
14:13 / 08.08.2019
2008 წლის აგვისტოს ომის გმირის სერგეი გოროზიას დედამ მზია გოროზიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ მოსწონს მემორიალი.
ამის შესახებ გოროზია რადიო "ათინათს" რამდენიმე დღის წინ დეტალურად ესაუბრა. მისი თქმით, თუკი მერია კორექტივებს არ შეიტანს, ის მემორიალიდან მისი შვილის სახელის წაშლას მოითხოვს.
„ეს არის წუხილის და სიამაყის დღე. მათ მართლა თავი დადეს სამშობლოსთვის. მე საყვედურს ვუცხადებ ზუგდიდის მერიას. ბეტონის ძეგლი ჩვენი გმირი ბიჭებისთვის ყოვლად მიუღებელია. თუ ეს ასე დარჩება, ჩემი შვილის სახელი და გვარი იქ არ იქნება, თქვენ ვერ შეიფერეთ ჩვენი ბიჭები“, - განაცხადა გოროზიამ.
მის საპასუხოდ მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ აღნიშნა, რომ მზია გოროზია ჩართული იყო ამ პროცესში. ის კატეგორიულად არ ეთანხმება გოროზიას პრეტენზიებს.
„ეს არ არის საბჭოთა მემორიალი, აქ არის ჯვრიანი დროშა, არის სამხედრო ფეხსაცმელი, სამხრეს რაც შეეხება, დეკორია. მას სურდა უფრო დიდი კომპოზიციის დადგმა, მაგრამ არქტირექტურული სივრცე არ გვაძლევდა ამის საშუალებას და როგორც ბიჭებმა იცხოვრეს მოკრძალებით, ასევე, მოკრძალებული მემორიალი დაიდგა. ეს არის აბსტრაქცია, სამგანზომილებიანი მხატვრული კომპოზიცია, სადაც ასახული მარადიული ბრძოლა მტრის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ჯიქიამ.
მისივე თქმით, გოროზიას შენიშვნებს გაითვალისწინებენ და დეკორში ცვლილებებს შეიტანენ. რაც შეეხება მასალას, ჯიქია ამბობს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რკინა-ბეტონი, არამედ სპეციალური კონგლომერატი. ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია ამბობს, რომ თუკი შენიშვნებს საზოგადოება დაუჭერს მხარს, კორექტივებს შეიტანენ.
„შევეცდებით ეს შენიშვნები გავითვალისწინოთ, საზოგადოების საკუთრებაა ეს მემორიალი და მათი ჩართულობა აუცილებლია, რათა სრულვყოთ. შესაძლებელია მცირეოდენი კორექტივები, თუ საზოგადოებაც დაუჭერს მხარს ამ ცვლილებებს ოჯახის წევრებთან ერთად“, - განაცხადა შენგელია.
ზუგდიდის მერიამ მემორიალისთვის, რომელიც დღეს, 8 აგვისტოს გაიხსნა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 ათასამდე ლარი გამოყო.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები