ქალაქის მაჟორიტარი მერიასა და საკრებულოში საკონსულტაციო ოთახის შექმნას ითხოვს (ვიდეო)
14:59 / 13.08.2019
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ადგილობრივ თვითმმართველობაში საკონსულტაციო ოთახი შეიქმნება. ამის შესახებ
მან საკრებულოს დეპუტატებთან შეხვედრაზე ისაუბრა. ქვარაიამ საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას მიმართა და აღნიშნა, რომ ხშირად მოქალაქეებს პროგრამების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
„კარგი და ეფექტური იქნება, თუ თვითმმართველობაში გაკეთდება საკონსულტაციო ოთახი, ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომელიც ძალიან მარტივად, მოქნილად მიაწვდის ინფორმაციას დაინტერესებულ მოქალაქეს, დაეხმარება მათ პროექტის მომზადებაში, რადგან ცოდნა არის არასაკმარისი და პრაქტიკულად, ეს იქნება დამხმარე რგოლი ამ პროგრამებსა და მოქალაქეებს შორის“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.
მისი ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარემ მოიწონა.
დეპუტატებმა მერაბ ქვარაიას უთხრეს, რომ ძირითადად პრობლემები უძრავ ქონებას უკავშირდება. ისინი ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთებისა და შენობების ნაწილი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, გამოუყენებელია, რაც მოსახლეობასა და თვითმმართველობას ეფექტურად მუშაობის საშუალებას არ აძლევს.
„პრობლემები ეხება როგორც ქონების საკითხებს, მიწის საკითხებს, ასევე, სტატისტიკის ადგილობრივი რგოლის არსებობის მნიშვნელობასა და სხვა ადგილობრივი ტიპის სისტემურ საკითხებს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის გამოწვევა და ვფიქრობთ, რომ ქვეყნის კურსი დეცენტრალიზაციის მიმართულებით და დოკუმენტი, რომელზეც ვმუშაობთ, სწორედ მათ მოგვარებას ითვალისწინებს. ჩვენი ქვეყანა არის მნიშვნელოვანი რევოლუციური რეფორმის მიჯნაზე და თვითმმართველობის სტრატეგია, რომლის განხილვასაც დავიწყებთ საშემოდგომო სესიაზე, იქნება სწორედ ის გამყოფი, როდესაც მეტი უფლებები მიეცემა თვითმმართველობებს, მეტი შესაძლებლობები ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის“, - აღნიშნა ქვარაიამ. მაჟორიტარი საკრებულოს დეპუტატებს დღეს შეხვდა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები