ახალი ამბები
ყოფილი პოლიციელი გიორგი სამუშია თავისუფალია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია, რომლის ექსტრადიცია უკრაინიდან საქართველოში გასულ თვეს განხორციელდა, თავისუფალია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" თავად სამუშიამ უთხრა. მისი თქმით, პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოიწურა და სწორედ ეს გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი.

„ამეკრძალა საზღვრის დატოვება, ჩამომართვეს პირადობის მოწმობა და პასპორტი. ჩვეულებრივ,ჩატარდება სასამართლო პროცესები და ვალდებული ვარ დავესწრო. საზღვრის გადაკვეთის გამო აღმოვჩნდი ციხეში, მოვიხადე სასჯელი და სწორედ ამ ვადის ამოწურვის გამო გამიშვეს. რადგანაც ქვეყანა დავტოვე, გირაო შემიცვალეს პატიმრობით, რაც უკვე მოვიხადე“, - ამბობს სამუშია.  

ყოფილი პოლიციელი უკრაინაში მიმდინარე წლის მაისში დააკავეს. მას უკრაინელი სამართალდამცავები გაყალბებული პასპორტით საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ.

სამუშიას ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მონაწილეობა. ყოფილი პოლიციელი თავს დამანაშავედ არ მიიჩნევს. მისივე განმარტებით, მას ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ კობერიძის საქმეზე საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

"გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრობის 9 თვიანი ვადა ამოიწურა, საქართველოს კონსტიტიციის თანახმად სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი სამუშიას აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე (პატიმრობა შეიცვალა 3 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი), არსებითი განხილვა ელბერტ კობერძის წამების საქმეზე გრძელდება. აქვე მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, დაზარალებული ელბერტ კობერიძე ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მისი სასამართლოში გამოცხადება და გადაადგილება ვერ ხორციელდება გარკვეული შეზღუდვების გამო, თუმცა ბრალდების მხარე ცდილობს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ სასამართლოში წარმოადგინოს ყველა საჭირო მოწმის პოზიცია და მოახდინოს მათი დაკითხვა",- განაცხადეს უწყებაში.

ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, ამავე საქმეზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი არიან დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა.

"2012 წლის 28 ივლისს, შს სამინისტროს სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელმა გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების, დავით ახალაიას, გიორგი კალანდაძის,მეგის ქარდავას და რომან შამათავას დავალებით,ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ელბერდ კობერიძეს, ხელბორკილებით და სახეზე ნიღაბჩამოცმული გადაიყვანა თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ზემოთხსენებული ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ერთობლივი განზრახვით დაგეგმილი იყო წამების გზით კობერიძისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებითი ჩვენების მიღება. 
ამ მოთხოვნით, დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ, სამხედრო პოლიციის შენობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და ცემეს ელბერდ კობერიძე. წამებისა დროს არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი. ელბერდ კობერიძე იმდენად სასტიკად აწამეს, რომ მან გონება დაკარგა და უმწეო მდგომარეობაში, სასტიკად ნაწამები იმყოფებოდა 10 დღის განმავლობაში. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე რიგითი თანამშრომლების თხოვნით, რის შემდეგაც ელბერდ კობერიძე გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება", - აცხადებდნენ მაშინ პროკურატურაში. 

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ", ასევე მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობდა, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:
გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადირება მოხდა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
23 / აპრილი 2024
"რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებამ აკრძალა იმ ეთნიკური ქართველების ქონებრივი მოთხოვნა, რომლებმაც აფხაზეთი 1992-1993 წლის ომისას დატოვეს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.