ახალი ამბები
მესამე სკოლის მოსწავლეები ორ სკოლაში გადანაწილდებიან
ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის დასრულებამდე მოსწავლეები კომბინატში მდებარე სკოლებში გადანაწილდებიან.

როგორც ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ რადიო „ათინათს“ უთხრა ბავშვები მეხუთე და მეთორმეტე სკოლებში, მეორე ცვლაში ივლიან.

„პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ბავშვებო მეხუთე სკოლაში გადანაწილდნენ, მეშვიდედან მეთორმეტეს ჩათვლით - მეთორმეტეში. რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სკოლაში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება, რადგან შემაფერხებელი ფაქტორი, ამ ეტაპზე არ არსებობს. დასრულებულია სველი წერტილების მოწყობის სამუშაოებიც“, - გვითხრა ფარცვანიამ.

ზუგდიდის მერიის მიერ მეორედ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის ღირებულება 900 ათასამდე ლარია, შერჩევა-შეფასების ეტაპია. მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთ პრეტენდენტს სრული დოკუმენტაციის წარდგენის ვადა დღეს, 11 სექტემბრის ჩათვლით აქვს. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია როგორც მთლიანი შენობის, სველი წერტილების, ასევე, სკოლის ეზოსა და სპორტული სტადიონის მოწყობა.
ფოტო: მესამე საჯარო სკოლის ფეისბუქ გვერდი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.