ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარედ დასრულდა საპროტესტო აქცია „სირცხვილია“.
აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და ყოფილი შს მინისტრის გაპრემიერება გააპროტესტეს. „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის თქმით, ისინი მოძრაობას ოფიციალურად დააფუძნებენ და იბრძოლებენ, რათა 2020 წელს ხელისუფლება შეიცვალოს. სამოქალაქო აქტივისტმა ასევე ზუგდიდის მერს მიმართა და აღნიშნა, რომ არცერთ შეცდომას მას საზოგადოება არ აპატიებს. „ჩვენ ვართ მერიის წინ და მინდა მივმართო ზუგდიდის ახალ მერს, რომ ჩვენ არცერთ ჩინოვნიკს, არც მას გადაცდომებს არ ვაპატიებთ. ზუგდიდი ყოველთვის იჯდა მთავარ არტერიაზე ამ ქვეყნის და აქედან იგრძნობოდა გულისცემა, ამიტომაც აქედან მინდა ვუთხრა ყველას, არ შეგეშინდეთ, ყველამ თქვით სათქმელი, გააპროტესტეთ, რაც არ მოგწონთ და 2020 წელს ჩვენი მშვიდი არჩევანით ყველა შევძლებთ საქართველო ისევ ევროპულ რელსებზე დავაყენოთ, ავიცილებთ რუსეთის მონობას და მის გუბერნიად გადაქცევას“, - აღნიშნა მაქარაშვილმა.
აქციაში მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა ზუგდიდის მეექვსე სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც. მისი თქმით, ხელისუფლებას გამოუძიებელი საქმეები და დანაშაულები, მათ შორის, ია კერზაიას საქმე, არ უნდა ეპატიოს. „ჩვენს მთავრობას უნდა დავანახოთ, რომ ეს შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება, როგორიც იყო გახარიას გაპრემიერება, ასევე, „რუსთავი 2“-ის საქმე, ია კერზაიას საქმეზე გამოძიების შეწყვეტა და სხვა საქმეები, არავისთვისაა მისაღები“, - დასძინა შენგელიამ.
აქციაზე სიტყვით სტუდენტები და სხვა ზუგდიდელებიც გამოვიდნენ. თითოეული მათგანი 20-21 ივნისის ღამით რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან ერთად ამჯერად გიორგი გახარაიას გაპრემიერებას აპროტესტებს. აქცია ზუგდიდიდან სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც თბილისში 20 სექტემბრის მასშტაბური შეკრებით გაგრძელდება.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები