ახალი ამბები
“Гавриlov” - ზუგდიდელი აქტივისტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე
ზუგდიდში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრა იმართება, სამოქალქო აქტივისტი როსტომ ზარანდია მივიდა. მას ხელში ტრანსპარანტი უჭირავს წარწერით: “ГавриLov”. ზარანდია თვლის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას გავრილოვი უყვარს, რასაც ის აპროტესტებს.

დღეს ზუგდიდში 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობენ. განიხილება ცვლილების ორი პროექტი. ერთი მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, მეორე კი საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელმაც 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა. შეხვედრას ესწრებიან, როგორ მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. შეკრებილებს სიტყვით უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. მან არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, რომელიც აფხაზეთსა და ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს, საქართველოში ვიზიტის დროს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა.

აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციის დეპუტატებისა და ქართული საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა, რასაც სამოქალაქო მოძრაობების მხრიდან აქციები მოჰყვა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.