ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე აქტივისტს: „მითინიშ ოთხუალ ვამაფუ მარგალურო 2 სიტყვა ბთქუე“ (ვიდეო)
აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ ზუგდიდში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძეს და სხვა პარლამენტარებს კითხვით მიმართა. ის დაინტერესდა, გარდა არჩევნების პროპორციული სიით ჩატარების საკითხისა, რატომ არ გაითვალისწინა მთავრობამ ახალგაზრდების სხვა მოთხოვნები, მათ შორის, შს მინისტრის გადადგომა.

აღნიშნულმა კითხვამ შეკრებილების ნაწილი გააღიზიანა და ცაბუნია ვართაგავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ ახალგაზრდა აქტივისტს უზრდელი უწოდეს. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ კი შუათითი უჩვენა. მოგვიანებით, გიორგი გოგინავამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ის აქტივისტების შს ყოფილი მინისტრის გახარიასადმი უარყოფითმა დამოკიდებულებამ გააღიზიანა.

მანამდე, ვართაგავამ პარლამენტარებს რჩევაც მისცა. მან თქვა, რომ სამეგრელოში ხშირად ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც მეგრულად რამდენიმე სიტყვას იტყვიან და ეს ადგილობრივებს ძალიან უხარიათ. მისივე თქმით, ეს ადამიანური თვალსაზრისით კარგია, თუმცა ეს ადამიანები და მათ შორის, პარლამენტარები სხვა დროს და ვითარებაში მეგრული ენის დასაცავად ხმას არ იღებენ. შეკრებილების ნაწილში ამ რჩევამაც უკმაყოფილება გამოიწვია. შეხვედრაზე მყოფმა მოქალაქეებმა თქვეს, რომ მეგრულ ენას დაცვა არ სჭირდება და აქტივისტი სეპარატიზმში დაადანაშაულეს, რაზეც ვართაგავამ უპასუხა, რომ მას სეპარატისტული მოსაზრებები არ დაუფიქსირებია და მხოლოდ ენის დაცვაზე საუბრობდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აქტივისტის პასუხად თქვა, რომ ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარია არათუ არ უნდა გადამდგარიყო, არამედ, ის ვალდებული იყო დაეცვა სახელმწიფო.

„სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ დილით ეს იყო სამართლიანი პროტესტი და ღამით რაც მოხდა, ამას მშვიდობიან აქციას ვეღარ დავარქმევთ. შს მინისტრი არათუ არ უნდა გადამდგარიყო, არამედ, ის ვალდებული იყო, დაეცვა წესრიგი და დაეცვა სახელმწიფო. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ეს მთელი საზოგადოების ინიციატივა და იდეაა და ჩვენ ეს გვსურდა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ",- აღნიშნა თალაკვაძემ.

რაც შეეხება მეგრულ ენასთან დაკავშირებულ რჩევას, თალაკვაძემ მეგრულად უპასუხა: „მითინიშ ოთხუალ ვამაფუ მარგალურო 2 სიტყვა ბთქუე“, რაც ქართულად ასე ჟღერს: მეგრულად ერთი-ორი სიტყვის თქმა არავისთვის მაქვს სათხოვარი. როგორც აღმოჩნდა, არჩილ თალაკვაძე მეგრულად საუბრობს, რადგან სამეგრელო მისი დედულეთია.

2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საკონსტიტუციო ცვლილებებზე თითქმის3 საათი იმსჯელეს. განიხილება ცვლილების ორი პროექტი. ერთი მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ, ხოლო მეორე კი საინიციატივო ჯგუფის მიერ არის ინიცირებული, რომელმაც 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა. შეხვედრას ესწრებიან, როგორ მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. შეკრებილებს სიტყვით უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. მან არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამავე თემაზე:




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2025
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
19 / ივნისი 2025
მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, რადიო „ათინათს“ აღარ შეუძლია საერთაშორისო გრანტების მიღება.
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.