დავით ბაქრაძე ენგურის ხიდზე: ოკუპაციის დამარცხება ჩვენს ხელშია (ვიდეო)
12:02 / 27.09.2019
„ევროპული საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერები სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე შეიკრიბნენ.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე უმძიმესი თარიღია საქართველოს ისტორიაში და ის ქვეყანას ბოროეტებას ახსენებს, რომელსაც რუსული ოკუპაცია ჰქვია. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, „მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნეიბთ არ დამითმია“.
"ამ ბოროტების დამარცხება თითოეული ჩვენგანის ხელშია, თუ ჩვენს გულებში ვატარებთ სოხუმის და ცხინვალის იდეას. საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო. სწორედ ეს იქნება ჩვენი ამოცანა, მშვიდობით გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა. ყველამ უნდა იცოდეს, ჩვენი ბრძოლა ამ ბოროტების დამთავრებისთვის გრძელდება და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, არასდროს არ შევეგუებით ამ უბედურებას, ქვეყნის დაყოფას და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - აღნიშნა ბაქრაძემ.
„ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი თენგიზ გუნავა თვლის, რომ აფხაზეთი, რომელიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ქვეყანას საერთაშორისო საზოგადოების დახმარებითა და ჩართულობით უნდა დაუბრუნდეს.
დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები