ახალი ამბები
ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა ციხეში სავარაუდოდ თავი მოიკლა
ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მამაკაცმა ქუთაისის ციხეში სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. მისი გარდაცვალების ფაქტი რადიო "ათინათს" სოფელ ჯუმის გამგებელმა ზურაბ ფაჟავამ დაუდასტურა.  სწორედ ამ სოფელში ცხოვრობდა 36 წლის გიორგი წურწუმია. მისივე ინფორმაციით, შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა, თუმცა, რა ვითარებაში გარდაიცვალა ბრალდებული, არ იცის.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობები საკუთარ ძმას ორი დღის წინ მიაყენა. ბრალდებული სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს, მისი ძმა კი საავამდყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გუშინ, 30 სექტემბერს კი ბრალდებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

"არ მსურს ადვოკატი. არაფრის თქმას არ ვაპირებ, ისეთ რამეს შეეხო ჩემი ძმა. მე ის მიყვარს და მეყვარება",- ასე უპასუხა მოსამართლის კითხვას ადვოკატის შესახებ ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცმა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.