ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის "DMO"-ს აღმასრულებელ დირექტორად ლევან წულაია დაინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) აღმასრულებელ დირექტორად ლევან წულაია დაინიშნა. ინფორმაცია სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა. რადიო „ათინათს“ ლევან წულაიამ უთხრა, რომ მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა სამეთვალყურეო საბჭოს ინიციატივა იყო.

„ორჯერ გამოცხადდა კონკურსი და დირექტორობის კანდიდატი ვერცერთხელ ვერ გამოვლინდა. ამის შემდეგ სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა, რომ კონკურსის გარეშე გამოვლენილიყო დირექტორი და ჩემი წარდგენაც მათი ინიციატივა იყო. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ახლა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობთ და წლის ბოლოს იქნება მზად, მანამდე კი ვმუშაობთ, რომ პატარ-პატარა პრობლემების იდენტიფიცირება მოხდეს, რომ შემდეგ მათ გადაჭრაზე ვიზრუნოთ“, - აღნიშნა წულაიამ.

პირველი ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც წულაია აღნიშნულ პოსტზე დაინიშნა, ვაკანტურია სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის პოზიცია. პრესსამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატს კონკურსის წესით შეარჩევენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.