ახალი ამბები
მომავალ წელს ზუგდიდი ცენტრალური ბიუჯეტიდან 24, 5 მლნ ლარზე მეტს მიიღებს
2020 წელს დღგ-ის 19%-იდან სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მაღალ დაფინანსებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ droa.ge აქვეყნებს. ამავე ცნობით, მიმინარე წელს ზუგდიდმა 22 მილიონ 888 ათასი ლარი მიიღო, 2020 წელს კი ეს ციფრი 24 მილიონ 578 ათას ლარს გადააჭარბებს.

რეგიონში დაფინანსებით მეორე ადგილზე მარტვილის მუნიციპალიტეტია. მომავალი წლისთვის მისი დაფინანსების პროცენტი უმნიშვნელოდ შეიცვლება – თუ წელს ის 0.80% იყო, გაისად 0.81% გახდება. ეს უმნიშვნელო პროცენტული მატება თანხობრივად 600 ათას ლარში გამოისახა – თუ წელს ამ მუნიციპალიტეტმა დღგ-ის 19%-დან 7 526.0 ათასი მიიღო, 2020-ში ის 8 189.3 ათას ლარს მიიღებს.

მილიონ ექვსასი ათასით გაიზრდება სენაკის მუნიციპალიტეტის დაფინანსება. თუ წელს დღგ-ის 19%-დან 0.69% ერგო, გაისად პროცენტი 0.80-მდე გაიზრდება. შესაბამისად, წლევანდელი 6 545.8 ათასი ლარისგან განსხვავებით, 2020-ში სენაკი 8 182.2 ათას ლარს მიიღებს.

0.63%-იანი დაფინანსება რჩება, თუმცა, ამის მიუხედავად, თანხა 400 ათასი ლარით გაეზრდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტს. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტს დღგ-ის 19%-დან 5 991.7 ათასი ლარი ერგო, 2020-ში ის 6 434.3 ათას ლარამდე მოიმატებს.

ანალოგიური ვითარებაა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც – 2020 წელს მისი დაფინანსების პროცენტი ისევ 0.55% იქნება, თუმცა, თანხა 400 ათასით მაინც გაიზრდება. წელს ამ მუნიციპალიტეტის დაფინანსება 5 195.0 ათას ლარს შეადგენდა, გაისად კი 5 578.8 ათასი ლარი გახდება.

წლევანდელთან შედარებით, ოდნავ ნაკლებ დაფინანსებას მიიღებს აბაშის მუნიციპალიტეტი. თუ წელს დღგ-ის 19%-ის განაწილებისას ამ მუნიციპალიტეტს 0.57% ერგო, 2020-ში ის 0.53%-მდე დაიწევს. შესაბამისად, წელს მიღებული 5 388.6 ათასის ნაცვლად, გაისად 2 ათასით ნაკლებს – 5 386.4 ათას ლარს მიიღებს.

850 ათასით გაიზრდება ქალაქ ფოთის დაფინანსება. ის დღგ-ის 19%-იდან 0,42%-ს, ანუ 4 248.1 ათას ლარს მიიღებს. წელს ფოთი, 0.36%-ის შესაბამისად, 3 398.5 ათასი ლარით ფინანსდებოდა.

836 ათასით გაიზრდება მესტიის მუნიციპალიტეტის დაფინანსება. წელს ამ მუნიციპალიტეტმა დღგ-ის 19%-იანი ფონდიდან 0.35%-ს, შესაბამისად, 3 346.4 ათას ლარი მიიღო, გაისად ეს პროცენტი 0.41-მდე მოიმატებს, შესაბამისად, თანხაც 4 183.0 ათას ლარამდე გაიზრდება.

რეგიონში ყველაზე ნაკლებ დაფინანსებას ხობის მუნიციპალიტეტი მიიღებს, თუმცა, ეს თანხა წლევანდელზე მეტი იქნება, ვინაიდან იზრდება თავად დაფინანსების პროცენტი – თუ წელს ამ პროგრამიდან ხობმა 0.34%, ანუ 3 250.0 ათასი ლარი მიიღო, 2020-ში ეს პროცენტი 0.40-მდე აიწევს, თანხა კი 800 ათასით მოიმატებს და 4 062.5 ათასი ლარი გახდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოტივით, შარშან შეცვალა – გააუქმა გათანაბრებითი ტრანსფერი, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართა, ხოლო თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის განაწილება დაუდგინა.

ჯამში, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის 19%-იდან მისაღები შემოსავლები 1 016.5 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია. დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ხდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
14 / მაისი 2025
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
14 / მაისი 2025
13 მაისს, სოხუმის აეროპორტში ნიჟნი ნოვგოროდიდან შესრულდა პირველი ფრენა.
13 / მაისი 2025
2025 - 2026 სასწავლო წელს სოხუმში ისევ მოსალოდნელია სირიელი სტუდენტების ჯგუფის ჩამოსვლა. ეს უკვე მეორე ნაკადია, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის. ამის შესახებ სირიის არაბთა რესპუბლიკაში „აფხაზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა“ მუჰამედ ალიმ განაცხადა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.