ზუგდიდში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყეს (ფოტო, ვიდეო)
16:34 / 15.10.2019
ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიება ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით,
მცირე გრანტის პროექტის "ჯანსაღი საკვები პროდუქტი - ხანგრძლივი სიცოცხლეა - გენმოდიფიცირებული ხანმოკლე" ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანი ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია, გენმოდიფიცირებული საკვების მავნებლობაზე და ორგანული საკვების უპირატესობაზე მოსახლეობის ინფორმირება იყო.
გამოფენა - გაყიდვაზე ნატურალური გზით მოყვანილი, ბიოლოგიურად სუფთა სასოფლო - სამეურნეო პროდუქტი იყო წარმოდგენილი. ახალგაზრდებმა საინფორმაციო ბუკლეტებიც დაარიგეს. მათი თქმით, გამოფენილი პროდუქციის გაყიდვიდან შემოსულ თანხას საქველმოქმედო მიზნებით გამოიყენებენ. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებმა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ითანამშრომლეს და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სკოლაში საინფორმაციო კედლის გაზეთი გამოაქვეყნეს, ხოლო თემში თემატური ბროშურები გაავრცელეს. ამავე პროექტის ფარგლებში სკოლაში სემინარი, ფილმის ჩვენება-განხილვა და ნახატების გამოფენა-კონკურსი მოეწყო. აღნიშნული აქტივობა სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში ჩატარდა. მასში მონაწილეობა პროგრამაში ჩართული პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს. სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობას" ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი".
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები