რეგიონი
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ზუგდიდში ფარული კენჭისყრა მიმდინარეობს
ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიაზე, ეგრისის, მაცხოვრისკარისა და კოლხეთის ზონების ოთხ უბანზე ფარული კენჭისყრა მიმდინარეობს. ადგილობრივები „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მერიაში შესულ საპროექტო ინიციატივებს უყრიან კენჭს. პროცესი 11:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათამდე გაგრძელდება.

კენჭისყრა იმართება შემდეგ მისამართებზე:

ეგრისის ზონა - ქ. ზუგდიდის N8 საჯარო სკოლის შენობა (პუშკინის ქ. N157).

ძიუდოს დარბაზის შენობა (სოხუმის ქ. N2, ტექნოპარკის გვერდით).

მაცხოვრისკარის ზონა - ქ. ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის შენობა (დ. აღმაშენებლის N1).

კოლხეთის ზონა - ქ. ზუგდიდის N10 საბავშვო ბაღის შენობა (შ. რუსთაველის N177).



ასარჩევი პროექტები ზონების მიხედვით ასე გამოიყურება:

ეგრისის ზონა

1.დასასვენებელი სივრცე (პარკი, სკვერი) - ჩიქოვანის ქ. # 40/2;
2. ხეების დარგვა - ყუფუნიას ქუჩა;
3. დასასვენებელი სივრცე (პარკი, სკვერი) - გოროზიას 114;
4. ტაძრამდე მისასვლელი გზა - პუშკინის ქუჩა #157;
5. გადახურული სავარჯიშო ასაზიდი კონსტრუქციები - მ. კოსტავას ქუჩის ბოლო;
6. სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტრენაჟორები საჩრდილობელი ფანჩატურით - ბაგრატიონის და 25 დეკემბრის ქუჩების კვეთა;
7. საბავშვო ბაღის ღობის მოწყობა - 25 დეკემბრის ქუჩა #15;
8. მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობა - ა. წერეთლის ქუჩა #8;
9. ქუჩების ნუმერიზაცია ;
10. მოსაცდელი - პუშკინის ქუჩაზე ტაძრის მიმდებარედ, საჯვაროს უბანი;
11. სკვერის რეაბილიტაცია ბავშვთა გასართობი სივრცით - სოხუმის ქუჩა;
12. საბავშვო მოედნის მოწყობა - ი. ჭავჭავაძის ქუჩა, კორპუსი #16;
13. საკალათბურთო მოედანი - ი. ჭავჭავაძის ქუჩა;

მაცხოვრისკარის ზონა

1. მინი სპორტული სტადიონი - ბერანძის ქ. #11;
2. მინი სპორტული მოედანი - პავლე ინგოროყვას ქუჩა;
3. მინი სპორტული სტადიონი - ლომონოსოვის ქუჩის მიმდებარედ;
4. მინი სპორტული მოედანი - ლომთათიძის ქუჩის #1 შესახვევის მიმდებარედ;
5. მინი სტადიონის მოწყობა - კეკელიძისა და ჩიქობავას ქუჩის კვეთა;

კოლხეთის ზონა

1. პიერ კობახიძისა და თაყაიშვილის ქუჩების ნუმერიზაცია და სამღებრო სამუშაოები - პიერ კობახიძისა და თაყაიშვილის ქუჩები;
2. სანიაღვრე არხი - ალ. ჭავჭავაძის ქუჩა;
3. მცირე ფიტნეს მოედანი - გაბაშვილის ქუჩა;
4. სპორტულ-გასართობი მოედანი - მოსაშვილის ქუჩა.

მერიის ინფორმაციით, 2020 წლიდან ქალაქის მაცხოვრებლები თავიანთი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. ქალაქის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულს გამოეყოფა 200 000 – 200 000 ლარი. ეს თანხა გაიხარჯება მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დავით გახარიას ეკუთვნის.

პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით ხორცილედება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.