„ფეხზე მდგარი, დაუნაწევრებელი შეწვეს. მათი წონა 9-15 კგ-მდე მერყეობდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამდენი თხა შეიწვა ქორწილისთვის. მსგავსი რამ დღემდე არ გვახსოვს. გამვლელ-გამომვლელი ყველა ამ თხებს ვუყურებდით, საოცარი სანახავი იყო “, - ამბობს თონის მიმდებარედ არსებული ერთ-ერთი ობიექტის თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.
ოჩამჩირის რაიონ სოფელ კვიტოულში ქორწილი 19 ოქტომბერს გაიმართა. სუფრაზე მისულ სტუმრებს მთლიანი, დაუნაწევრებელი თხები დახვდათ. ეს ფაქტი აფხაზმა ახალგაზრდა ბლოგერმა გააქილიკა და "ვაცის ქორწილი" (козлосвадьба) უწოდა. სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი ფოტოს ქვეშ დატოვებული კომენტარის გამო ის უცნობმა პირებმა სახლიდან გამოიყვანეს და სცემეს. ბესლან ხვარწკია ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.


მასალის გამოყენების პირობები