რეგიონი
ზუგდიდის მერმა 6 თვიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა
ზუგდიდის მერმა გიორგი (გეგა) შენგელიამ საკრებულოს სხდომაზე 6 თვიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც მერიამ ამ პერიოდში განახორციელა. მერის თქმით, 2019 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური პროგრამების გაფართოება, საბავშვო ბაღებში გარემოს გაუმჯობესება, კულტურის და  სპორტის განვითარება და სხვ.

ანგარიშის თანახმად,  მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის  მოცულობამ ჯამში 68.5 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის, საკუთარი შემოსავლების მოცულობამ 41 მილიონ ლარს გადააჭარბა.



მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით გამოყოფილი 27,3 მილიონი ლარიდან, დაახლოებით, 11, 2 მილიონი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდა. 3,3 მილიონ ლარზე მეტი - ქალაქისა და 48 ადმინისტრაციული ერთეულის დასუფთავების პროგრამას.

მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, სოციალური და ჯანდაცვის სფეროს ღონისძიებების დაფინანსებისთვის კი 2 მილიონ 370 ათასი ლარი გამოიყო, რაც სოციალური დანიშნულების თოთხმეტი პროგრამისა და მისი შემადგენელი შვიდი ქვეპროგრამის დასაფინანსებლად მიიმართა .

წლის განვლილ პერიოდში განათლების სფეროს დაფინანსებამ შეადგინა 4, 6 მილიონი ლარი, აქედან ამ თანხის ძირითადი ნაწილი- 3, 6 მილიონ ლარზე მეტი სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას მოხმარდა.


2019 წელს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მუნიციპალიტეტს 1 100 648 ლარი გამოეყო. აქედან 536 500-მდე  სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობას  მოხმარდა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სანიაღვრე სისტემების მოწყობაზე 168 814 ლარი დაიხარჯა, ხოლო შიდა გზების რეაბილიტაციას 528 500 ლარი დასჭირდა.

რეგიონული განვითარების  ფონდიდან 2019 წელს განხორციელდება მრავალწლიანი შესყიდვის წესით შესყიდული პროექტების ჯამმა 6 900 000 ლარი შეადგინა. აქედან, 14 პროექტი გზის რეაბილიტაციას ეხებოდა, ხოლო 1 წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას.


მერის ანგარიშში ასევე მოხვდა მსოფლიო ბანკისა და ევროპის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები - ზუგდიდის  წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და ზუგდიდის წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტების ღირებულება ჯამში 180 მილიონ ლარზე მეტია. აქვე ნათქვამია  წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობაზე, რომლის ღირებულება 42 369 454 ლარია.  

ამასთან, მერმა ყურადღება გაამახვილა ბოტანიკურ ბაღზე, რომლის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირაში დასრულდება. მისი ღირებულება 12 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება განათლების სფეროს, მერის ანგარიშის თანახმად, ამ მიმართულებით საჯარო სკოლების ხელშეწყობის პროგრამისთვის  260 000 ლარი გამოიყო, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის -75 000 ლარი, 20 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას, დაახლოებით, 200 ათასი ლარი დასჭირდა, ხოლო ათეულობით ბაღი აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით.


გარდა ამისა, გიორგი შენგელია შეკრებილებს ადგილობრივი თუ ცენტრალური ბიუჯეტით დაფინანსებულ სხვა პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ინფრასტრუქტურის განვითარებას და  სოციალური პროგრამების გაუმჯობესებას.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას დეპუტატების გარდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ააიპ- ების თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

ცნობისთვის, გიორგი შენგელია ზუგდიდის მერი მაისის შუალედური არჩევნების შემდეგ გახდა. მან ლაშა გოგია ჩაანაცვლა, რომელიც ამჟამად სასჯელს ქრთამის აღების საქმეზე იხდის.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.