ახალი ამბები
მამუკა წოწერია: თბილისში „ქართული ოცნების“ აქციაზე ზუგდიდიდან 5000-მდე ადამიანი მიემგზავრება
თბილისში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ზუგდიდიდანაც გაემგზავრნენ. პარტიის მხარდამჭერებს საჯარო მოხელეები, ასევე სკოლის პედაგოგები და მერიის ააიპ-ების თანამშრომლებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, ისინი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად დასახელებას აღნიშნავენ. ნაწილს კი საუბარი არ სურს, ან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის სანახავად მიდის. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდიდან დედაქალაქში 5000-მდე ადამიანი მიემგზავრება.

„საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. შესაბამისად "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას ჰქონდა  კვირეული, რომელიც სრულდება გრანდიოზული შეკრებით, რომელსაც ზუგდიდიდან 5000-მდე ადამიანი უერთდება. მოქალაქეებმა გამოხატეს დასწრების სურვილი და ჩვენც ვუერთდებით.  მიმაჩნია, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ჩვენი ევროსტრუქტურებში გაწევრიანების“,- ამბობს მამუკა წოწერია.

რაც შეეხება გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას, რომ დღევანდელ აქციაზე მოქალაქეებს მონაწილების მიღებას აიძულებენ, საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს სიცრუეა, რადგან მოქალაქეები ნებაყოფლობით მიდიან. მისივე თქმით, ზუგდიდიდან 200-მდე ტრანსპორტი გავიდა და კიდევ ბევრი მოქალაქე გამოთქვამს წასვლის სურვილს.

მოქალაქეები, რომლებიც აქციაზე გაემგზავრნენ დღეს გამთენიისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში შეიკრიბნენ. მათი ტრანსპორტირება პარტიამ უზრუნველყო.  

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციისთვის მოქალაქეთა მობილიზება მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.