ანგარიშის წარდგენაზე გუბერნატორს თხილი და კაკალი მიუტანეს (ვიდეო)
13:32 / 26.12.2019
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მუშაობის ანგარიშის წარდგენაზე, რომელიც ტექნოპარკში მიმდინარეობს, თხილი და კაკალი მიიტანეს.
ამასთან, მათ ხელში ტრანსპარანტი უჭირავთ წარწერით: #შეცვალე უსაქმური გუბერნატორი.
„ალექსანდრე მოწერელია უსაქმური გუბერნატორია და თხილეულის გარჩევით მაინც დაკავდეს“, - ამბობენ ისინი.
აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლა და ანგარიშის წარდგენაზე თხილის შეტანა უნდოდათ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს. მათ გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პაატა ლაგვილავამ განუმარტა, რომ შეხვედრაზე დასწრება და კითხვების დასმა შეუძლიათ, თუმცა თხილს და კაკალს ვერ შეატანინებენ.
„დაესწარით შეხვედრას, დასვით ყველა კითხვა, რაც გაქვთ და მიიღეთ პასუხები. თხილს და კაკალს ვერ შეგატანინებთ, რადგან ეს პირველ რიგში შეხვედრის მონაწილეების შეურაცხყოფა იქნება", - უთხრა მათ ლაგვილავამ.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები