ახალი ამბები
სანტა-კლაუსი ზუგდიდს 31 დეკემბერს ეწვევა
სანტა-კლაუსის საქართველოში მოგზაურობა ზუგდიდიდან იწყება. ქალაქს ის 31 დეკემბერს 23:30 საათზე გნომების თანხლებით  ეწვევა. 1 იანვარს კი სანტა ფოთს, ხოლო 2 იანვარს მესტიას ესტუმრება.

სანტა-კლაუსის ლაპლანდიიდან ჩამოსვლა, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის სპონსორია მეღვინეობა ,,ხარება“ Winery Khareba, ხოლო ინიციატორები საქართველო-ფინეთის ურთიერთობათა ასოციაცია, თბილისი - ჰელსინკი და ევროპული ალიანსი საქართველოსთვის (თბილისი),  ფინეთ- საქართველოს მეგობრობისა და კულტურულ-ურთიერთობათა საერთაშორისო ცენტრი (ჰელსინკი) არიან.

31 დეკემბერს სანტას სტუმრობის გარდა, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, საახალწლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება 31 დეკემბერს, 22:00 საათზე დაიწყება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თათა გიორგობიანი და ბენდი ELECRIX, ვახო გოგილავა, თამუნა ლილუაშვილი, ლაშა თოდუა და ბუბა სორდია. მერიამ ახალი წლის კონცერტისთვის 39 000 ლარი გამოყო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.