DMO-მ სამეგრელოს ტურისტული განვითარების გეგმა წარადგინა (ვიდეო)
17:37 / 15.01.2020
ზუგდიდის ტექნოპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO) რეგიონის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა.
DMO-ს ხელმძღვანელის ლევან წულაიას თქმით, ეს არის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა, რის მიხედვითაც სამეგრელოში ტურიზმი სამი მიმართულებით, ანტიკური კოლხეთის რევიტალიზაცია, ბუნება და თავგადასავლები და გასტროტურიზმის მიმართულებით უნდა განვითარდეს.
ანტიკური კოლხეთის რევიტალიზაცია მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა:
ტურისტული პროდუქტების განვითარება;
კოლხურ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ძეგლებისა და არტეფაქტების გაცნობა/გაცოცხლება;
საგამოფენო სივრცეების მოწყობა (წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ეთნოგრაფიული მასალა);
კვების სივრცე (კოლხური ტრადიციული სამზარეულო);
კოლხური ნავების მშენებლობა და გამოყენება ტურისტულ ინდუსტრიაში;
გასართობი ცენტრების მოწყობა;
კულტურული ტურების განვითარება;
კოლხური სილამაზის რეცეპტების აღდგენა.
გასტროტურიზმის განვითარება გულისხმობს:
აჯიკის სახლის მოწყობას;
ვიზიტს ადგილობრივ მეწარმეებთან (ენდემური სახეობების წარმოების ტექნოლოგების გაცნობა და პროდუქციის დაგემოვნება);
ვიზიტს ადგილობრივ ბაზარში;
სხვადასხა ფესტივალის მოწყობა.
ბუნება და თავგადასავლები:
ცხენოსნობა;
კაიაკინგი;
რაფტინგი;
ჰაიკინგი;
ველოტურიზმი;
კანიონინგი.
აღნიშნული სამოქმედო გეგმა შემუშავებულია მოწვეული ექსპერტის მიერ, სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამონაწილეობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ტურიზმის მიმართულების გუნდის აქტიური ჩართულობით. მისი მიზანია ისეთი გზამკვლევი დოკუმენტის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის მდგრად განვითარებას და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდას.
პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სამეგრელოს რეგიონში ახალი და ინოვაციური ტურისტული პროდუქტების შემუშავება, ახალი და არსებული ტურისტული ობიექტებისა და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაცია.
DMO არის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ის თანამშრომლობით შექმნილი ორგანიზაცია, რომლის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტები.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები