ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ლიეტუვის მოქალაქე იმყოფება (ვიდეო)
11:04 / 27.02.2020
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გუშინ უცხოეთის ერთმა მოქალაქემ მიმართა და ის ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, ის გუშინ ლიეტუვიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მეგობართან სტუმრად ჩამოვიდა. როგორც კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჩიქოვანმა განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და უკვე ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. "დღესდღეობით საავადმყოფოში მოთავსებულია 15 პაციენტი. აქედან, გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნება ერთ პაციენტს, რომელიც არის ლიეტუვის მოქალაქე. მას უტარდება შესაბამისი კლინიკური კვლევები და არის დაკვირვების ქვეშ. რადგან ლიეტუვა არ მიეკუთვნება კორონავირუსის რისკ ჯგუფებს, შესაბამისად, ამ პაციენტზე დაკვირვება გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, თუკი მოხდა გართულება, შემდგომ მოხდება უკვე შესაბამისი ანალიზების დამატებით აღება და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნა. სტაბილური სიტუაციაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მოვუწოდებ ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე", - თქვა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, აღნიშნული საავადმყოფო აღჭურვილია თანამედროვე ბოქსირებული პალატით, ლაბორატორიით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები