საქართველოს პრეზიდენტს ზუგდიდში "შეცვალეს" აქტივისტები ლობიოთი ხვდებიან (ვიდეო)
14:01 / 09.03.2020
სამხარეო ადმინისტრაციასთან, სადაც ამ წუთებში საქართველოს პრეზიდნეტს ელოდებიან, "შეცვალეს" აქტივისტები აქციას მართავენ.
მათ ადგილზე მიიტანეს შეკმაზული ლობიო, ხახვი და კარტოფილი და სურთ, რომ ეს ყველაფერი სალომე ზურაბიშვილს გადასცენ. აქციის მონაწილეების თქმით, ეს არის სიმბოლო იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა "საპრეზიდენტო არჩევნები კარტოფილით მოიგო".
სამართლდამაცავები აქციის მონაწილეებს სთხოვენ, რომ მათ მოშორებით გადაინაცვლონ, თუმცა ეს უკანასკნელები აცხადებენ, რომ ადგილზე დარჩებიან.
"ზურაბიშვილს მორალური უფლება არა აქვს აქ იყოს. აქვე ახლოს საოკუპაციო ხაზია, წამოვიდეს ჩვენთან ერთად და ხმამაღლა თქვას, რომ რუსეთი ოკუპანტია. ჩვენ მას ამ ნივთებს აუცილებლად გადავცემთ", - ამბობენ აქტივისტები.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ზუგდიდში ჩამოდის. ამის შესახებ რადიო "ათინათს" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში უთხრეს. ამავე ცნობით, პრეზიდენტი სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტს ზუგდიდში სხვა შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი, მათ შორის, ის აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის, გიგი სიჭინავას სახელოსნოს ეწვევა.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები