სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში: სამეგრელოს საინტერესო პოტენციალი აქვს (ვიდეო)
00:00 / 10.03.2020
საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის მერებთან და მხარის გუბერნატორთან შეხვედრა გამართა. ის ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. მანამდე,
მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, მათ სალომე ზურაბიშვილისთვის შეკმაზული ლობიოს და მწვანე ხახვის გადაცემა სცადეს, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა კარგად გაიცნოს რეგიონში არსებული პრობლემები და წარმატებები. ამ ყველაფრის შესახებ დღეს ვრცლად მოვისმინე და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც მოვისმინე, რამდენი წარმატებაა სამეგრელოში და რამდენი საინტერესო პოტენციალი. ჯერჯერობით ვაგრძელებ საქმიანობას რეგიონებში, რამეთუ ის ხალხმრავლობასთან არ არის დაკავშირებული. ვთვლი, რომ პანიკა არ უნდა იყოს, უნდა იყოს სიფრთხილე. მოსახლეობას რაღაც განცდა უნდა მივცეთ, ის რაც შეიძლება, ყველაფერი გრძელდება, საქმიანობა არ არის შეწყვეტილი. თუმცა, როგორც იქნება მითითებები, მეც დავემორჩილები. თუ უცხოეთში ვიზიტები შეიზღუდება, შეიზღუდება ჩემი ვიზიტებიც“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ შესაძლებელია, სახელმწიფომ რეგულაციები დააწესოს და მას უნდა დავემორჩილოთ.
„საბოლოო ჯამში, ყველაზე მთავარი არის მოქალაქეების თვითშეგნება. თითოეული მოქალაქე პასუხისმგებელია თავის ოჯახზე, თავის ირგვლივ მყოფ ადამიანებზე. საქართველო ჯერჯერობით არის სამაგალითო ყველა მიღებული ზომებით. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შანსი, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ლუგარის ცენტრი, რომელიც არის სამაგალითო.არამხოლოდ აქ, არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. ვიღაცეები თუ ებრძვიან ლუგარის ცენტრს, ესეც მოდის იქიდან, საიდანაც ჩვენ გვებრძვიან საერთოდ. გვახსოვს გასულ წელს როგორი ჭორები იყო გავრცელებული ლუგარის ცენტრზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დავაფასოთ ის, რაც გვაქვს ქვეყანაში და ამიტომ მე ვიქნები ბოლომდე დამცველი, მაგრამ დაცვა არ სჭირდება, რადგან მათი საქმე ლაპარაკობს მათზე. პირადად მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გამყრელიძეს, ბატონ იმნაძეს და ყველა თანამშრომელს, რომელიც იქ მუშაობს და ასევე, ყველა მედ-პერსონალს, რომელიც დღე და ღამე მუშაობს იმისთვის, რომ დაძლეულ იქნას ეს მსოფლიო ჭირი“, - თქვა პრეზიდენტმა.
ზურაბშვილს დღეს რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მათ შორის, პრეზიდენტი ზუგდიდელ ახალგაზრდა გიგი სიჭინავას სახელოსნოს ეწვევა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები