ახალი ამბები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ზუგდიდში 47 ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზუგდიდში ქუჩების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ქალაქის ტერიტორიაზე 2 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. ამ დროისთვის, სამუშაოები 5 ქუჩაზე მიმდინარეობს და მიმდინარე წელსვე დამატებით 5 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება. ამავე ინფორმაციით, ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაციას საერთო ჯამში 25 338 300 ლარი მოხმარდება.

"აღსანიშნავია რომ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებისთვის უკვე ამზადებს წინადადებას, რათა დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია მოხდეს. სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია 35 ქუჩაზე. ქუჩებზე, საავტომობილო გზის მონაკვეთები ამორტიზებულია, ფაქტობრივად არ არსებობს საავტომობილო გზის საფარი, რაც იწვევს მოსახლეობის დამტვერიანებას უნალექო ამინდში, ხოლო ნალექიანი ამინდების დროს გადაადგილება რთულდება. 35 ქუჩის რეაბილიტაციის საორიენტაციო ღირებულება 23 მილიონ ლარამდეა.

მიმდინარე და დეგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, განხორციელდება მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელების, ეზოში შესასვლელების, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით, გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით.

აღსანიშანავია, რომ ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყება ცენტრალური ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კერძოდ, შოთა რუსთაველის, სოხუმისა და აღმაშენებელის ქუჩებზე.

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ჯამში 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქალაქის ქუჩებზე გზების რეაბილიტაციის დასრულება, ეტაპობრივად წლის ბოლომდე იგეგმება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.