ახალი ამბები
გეგა შენგელია წითლიძის ბრალდებებზე: ენმ-მ მორიგი ფარსი შემოგვთავაზა
"ვურჩევდი, სანამ მსგავსი საკითხებით დაკავდება, საკრებულოს სხდომებს დაესწროს და უფრო კომპეტენტური განცხადებები გააკეთოს", - ასე უპასუხა ზუგდიდის მერმა ენმ-ის წევრის ბრალდებებს "ვისოლ ჯგუფთან" კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის შესახებ. როგორც გეგა შენგელიამ ჟურნალისტებს უთხრა მსგავს გადაწყვეტილებებს მერი ერთპიროვნულად არ იღებს და ეს საკრებულოს პრეროგატივაა.   

"ენმ-ის აქტივისტმა მორიგი ფარსი შემოგვთავაზა, სარჩელი შეიტანა პროკურატურაში, რაც ერთ კონკრეტულ საქმეს უკავშირდება. ის საკრებულოს წევრია და მინიმუმ ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მერი არ იღებს ერთპიროვნულად. რაც შეეხება მშენებლობას, გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს მიერ, მხოლოდ შემდეგ ხდება მერიის მხრიდან ამ გადაწყვეტილებების აღსრულება. ვურჩევდი, სანამ მსგავსი საკითხებით დაკავდება, საკრებულოს სხდომებს დაესწროს და უფრო კომპეტენტური განცხადებები გააკეთოს", - თქვა გეგა შენგელიამ.

მან "ვისოლ ჯგუფის" შვილობილ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების დეტალებზეც გააკეთა განმარტება. 

"კომპანია "ვენჯორჯიას" ჰქონდა ვალდებულება, ზუგდიდის ცენტრში აეშენებინა კომერციული ფართი გარკვეულ ვადაში, რაც ამ ვერ განახორციელა და ჩვენ მიერ მოხდა ამ ვადის გაგრძელება. ამის სანაცვლოდ, კომპანიამ გადაიხადა 200 000 ლარი და წარმოადგინა საინვესტიციო ვალდებულების ანუ მილიონ-ნახევარი დოლარის 20%-ის, 300 000 დოლარის საბანკო გარანტია, რაც მუნიციპალიტეტის შემოსავალში მიემართება უმალ, იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვერ განახორციელებს ნაკისრ ვალდებულებებს, იმ ვადებში, რა ვადებშიც უნდა მოხდეს ამის გაკეთება. აღნიშნულით, მუნიციპალიტეტმა დამატებითი შემოსავალი მიიღო 200 ათასი ლარის სახით და გაიმყარა პოზიცია იმ შემთხვევაში თუ კომპანიას გაუჭირდება ვალდებულების შესრულება. აღნიშნულ ქმედებას ნაც მოძრაობა უწოდებს კანონდარღვევას და ხედავს კორუფციულ გარიგებას. მსგავსი კორუფციული გარიგებების შიში მათი აზრით ძალიან ბევრი იქნება, რაც უფრო ახლოვდება არჩევნების პერიოდი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის ამ სიცრუეს უარს და გააკეთებს ნორმალურ არჩევანს", - აღნიშნა ზუგდიდის მერმა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ გეგა შენგელიას წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურაში შეიტანა. ანი წითლიძე ზუგდიდის მერს "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელთან სოსო ფხაკაძესთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ შენგელიამ "ვისოლის" შვილობილი კომპანია ყველა ვალდებულებისგან გაათავისუფლა და ნაკვეთს, რომელზეც ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებით საერთაშორისო ბრენდის რესტორანი უნდა აშენებულიყო, სტატუსი შეუცვალა.

საუბარია ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე, სახანძროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე არსებულ ნაკვეთზე, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს ''ზუგდიდი პალასის'' მფლობელობაშია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დღის სიახლეები
02 / დეკემბერი 2024
საქართველოს სასწავლო ცენტრის სკოლა ჯი ელ სის ზუგდიდის განყოფილების მოსწავლეებმა საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიება გააუქმეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის თანახმად, ღონისძიებისთვის განკუთვნილი თანხა მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს.
02 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სოციალურ ქსელში წერს, გმობს ძალადობას და მხარს უჭერს სტუდენტურ მოძრაობებს.
02 / დეკემბერი 2024
„შეუძლებელია სკოლა ატარებდე საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელს და გული არ შეგტკიოდეს იმაზე, რაც ახლა საქართველოში ხდება“, - ასე ეხმაურება ზუგდიდის N-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.