ახალი ამბები
ზუგდიდში სისხლს უანგაროდ წელიწადში მხოლოდ 15-მდე ადამიანი გასცემს
ზუგდიდში სისხლის ნებაყოფლობითი დონორების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ რეფერალური ჰოსპიტალის სისხლის ბანკის ხელმძღვანელს, დავით ჩიქავას ამაზე საუბარიც კი უჭირს. ექიმი - ტრანსფუზიოლოგი ამბობს, რომ რეგულარულად სისხლს თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანები იღებენ, რომელთაგან უმრავლესობა ახალგაზრდაა. მისივე ინფორმაციით, ნებაყოფლობით სისხლს ყოველწლიურად მხოლოდ 10-15 ადამიანი იღებს.

"ძალიან იშვიათად მოდიან, ცუდად არის საქმე ნებაყოფლობით დონაციაზე... სამინისტროს ჩართულობით ცოტა ხნის წინ გვქონდა აქციები და დავდიოდით რეგიონებში, გარკვეული რაოდენობა ავაგროვეთ, მაგრამ უფრო სისტემატიური უნდა იყოს. ყოველთვიურად 20-30 დონორი იქნებოდა ძალიან კარგი", - ამბობს დავით ჩიქავა.

ექიმი გვიყვება, რომ ყველაზე ხშირად სისხლი სასწრაფო ოპერაციებისას, განსაკუთრებით კატასროფების დროს დაშავებული ადამიანების გადასარჩენად არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

"ავარიების შემდეგ, გართულებული ოპერაციების დროს დიდი რაოდენობის სისხლი გვჭირდება, ვწვალობთ. გახშირებულია ანემიური ავადმყოფები... ხდება, როცა პაციენტის ოჯახის წევრები ნათესავებში ეძებენ დონორებს, განცხადებების წაკითხვის შემდეგ მოდიან ხოლმე მოქალაქეები. ყველაზე ხშირად I-II ჯგუფზეა მოთხოვნა, ყველაზე დეფიციტური კი რეზუს-უარყოფითი სისხლია", - განმარტავს ექიმი.

დავით ჩიქავა 

დავით ჩიქავა ფიქრობს, რომ სისხლის უანგაროდ ჩაბარების მსურველთა სიმწირე ამ საკითხზე მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობის ბრალია. ის თვლის, რომ ამ მიმართულებით სოციალური კამპანიების რეგულარულად ჩატარებაა საჭირო და აქ მედიის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

"მოქალაქეები სისხლის ჩაბარებას იმიტომაც არიდებენ თავს, რომ ფიქრობენ, მათ არ დასჭირდებათ სისხლი... ბევრმა ისიც კი არ იცის, რომ ერთჯერადი დონაციით, რამდენიმე ადამიანის გადარჩენა არის შესაძლებელი. აუცილებელია სერიოზული და მასშტაბური კამპანიები, რათა შეგვეცვალოს ცნობიერება. უანგარო დონაცია საჭიროსთან ერთად, ძალიან სასარგებლოცაა ჯანმრთელობის თვალსაზრისით. თქვენს სისხლს, სამი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - ეს კი ყველაზე დიდი მადლია მოგეხსენებათ", - თვლის დავით ჩიქავა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სისხლის დონორთა რაოდენობა საჭიროზე ნაკლებია. უანგარო დონორთა რიცხვის სიმცირის მიზეზების დასადგენად კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვით 20% დაზუსტებით ვერ ამბობს, თუ რატომ არ აბარებს სისხლს. 9%-მა არ იცის სისხლი სად ჩააბაროს, 4%-ს დონორობა არ სურს, მეხუთედი მიზეზად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს, 8%-ს ინფექციური დაავადებების გადადების ეშინია, 7%-ს კი ნემსის შიში აქვს.

14 ივნისს სისხლის უანგარო დონორობის მხარდასაჭერად და პატივისცემის ნიშნად, დონორთა დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. მას საფუძველი 2004 წლის 14 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის, სისხლის დონორობის ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციისა და სისხლის ტრანსფუზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ჩაეყარა. ეს თარიღი მიესადაგა ავსტრიელი ექიმის და იმუნოლოგის, ნობელის პრემიის ლაურეატის კარლ ლანდშტაინერის დაბადების დღეს, რომელმაც სისხლის ჯგუფები აღმოაჩინა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
23 / აპრილი 2024
"რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებამ აკრძალა იმ ეთნიკური ქართველების ქონებრივი მოთხოვნა, რომლებმაც აფხაზეთი 1992-1993 წლის ომისას დატოვეს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.