რეგიონი
აფხაზეთში მცხოვრებლებს 35 ათას ლარამდე გრანტის მიღება შეეძლებათ
„სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში განხორციელდება პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებლებს შეეძლებათ ინდივიდუალური და/ან ერთობლივი პროექტებისთვის 7-დან 35 ათას ლარამდე მოცულობის გრანტი მიიღონ.

„პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ უკავშირდება სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ჩვენ ვართ ახლა ამ ინიციატივის ყველა კომპონენტის განხორციელების დასკვნით ეტაპზე. 25 წლის განმავლობაში პირველად, რაც ეს კონფლიქტი არსებობს, ფინანსური რესურსები ხელმისაწვდომი ხდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის, ასევე 18 წელს მიღწეული საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის და იმ პირებისთვის, ვინც რეგისტრირებულია ახალი წესით, ეს არის სტატუსნეიტრალური რეგისტრაციის ფორმა. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ინდივიდუალური ან ერთობლივი პროექტებისთვის მიიღონ 7-დან 35 ათას ლარამდე გრანტი. 7 ათასი ლარის მოცულობის გრანტი გაიცემა იდნივიდუალურ პროექტზე, რომელიც განხორციელდება აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონებში, ხოლო 15, 20 და 35 ათასი ლარის მოცულობის გრანტები გაიცემა ერთობლივ პროექტებზე, რომელიც წაახალისებს ეკონომიკურ საქმიანობასაც და რაც მთავარია, ვაჭრობას გამყოფი ხაზების გასწვრივ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამაზე განაცხადების მიღება დღეიდან იქნება შესაძლებელი. მისივე განცხადებით, ამ პროგრამის განხორციელებისთვის საწყის ეტაპზე ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო.

„უკვე დღეიდან შესაძლებელი იქნება განაცხადების მიღება. ეს პროგრამა ხორციელდება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სიპ-ის მიერ და განთავსებული იქნება ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "სწარმოე საქართველოში" და ასევე ჩვენს ვებ-გვერდებზე. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ განაცხადი შეავსონ ქართულ, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. იმედი მაქვს, რომ ეს პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მოსახლეობის დახმარების და ნდობის მშენებლობის საკითხებში. საწყის ეტაპზე ამ პროგრამისთვის გამყოფილია ნახევარი მილიონი ლარი“, - განცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.